დღეს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მოუსმენენ. სავალდებულო ანგარიშის გაცნობის შემდეგ, მაია ცქიტიშვილი დეპუტატეთა კითხვებს უპასუხებს.
საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ საუბარი იქნება ყველა იმ აქტუალურ საკითხზე, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტროს უკავშირდება. მინისტრის მოსმენას არ დაესწრება ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია.
კომენტარები