ფოტო: TV4
აფეთქება მარტყოფის საზოგადოებრივ ცენტრში – დაზიანებულია შენობის მინები. ცენტრი ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.
წინასწარი ინფორმაციით, იუსტიციის სახლის საზოგადოებრივი ცენტრი უცნობმა პირებმა დააზიანეს და სავარაუდოდ, სწრაფი ჩარიცხვის აპარატები გატეხეს.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებულები.
კომენტარები