ჩვენ უნდა ველოდოთ რომ ქვეყანაში სავარაუდოდ გაიზარდება ინფიცირებულთა რიცხვი, ამ დროისთვის ჯერ კიდევ მიმდინარეობს ლუგარში კვლევები, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას პანდემია არ გამოუცხადებია, თუმცა გამოაცხადა პანდემიური მზადყოფნა.
„პანდემია სხვა რამეა, ეპიდემია სხვა რამეა. პანდემია გახლავთ ის, როდესაც შემთხვევების რაოდენობა განსაკუთრებით იზრდება მთელს მსოფლიოში, ყველა ქვეყანაში, ყველა კონტინენტზე. ჯერჯერობით, პანდემია არ გამოუცხადებია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას, მაგრამ გამოაცხადა პანდემიური მზადყოფნა. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ქვეყანა უნდა მოემზადოს პანდემიისთვის და შესაბამისად, უნდა გააძლიეროს თავისი პრევენციული სამკურნალო და სხვადასხვა რესურსები. შესაბამისად, საქართველოც მოქმედებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების მიხედვით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
კომენტარები