ჟურნალისტ ეკა კვესიტაძეს მეგობარი, ალიკა დარჩიაშვილი გარდაეცვალა. ეკა მასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს:
„უძვირფასესი მეგობარი დავკარგე დღეს – ალიკა დარჩიაშვილი. წარმოუდგენელი თვისებების კაცი, უერთგულესი და გამორჩეულად საინტერესო. შეუძლებელია ერთხელ მაინც გენახა ალიკა და არ მოეჯადოებინე, რადგან დიდი ადამიანი იყო, ყველასაგან გამორჩეული. არ მჯერა, რომ ამ სიტყვებს ვწერ. იმედი მაქვს იცოდი, როგორ განსაკუთრებულად მიყვარდი და როგორი აღფრთოვანებული ვიყავი ყოველთვის შენით. არ გემშვიდობები, რადგან შენთან გამომშვიდობება შეუძლებელია”
კომენტარები