კორონავირუსის საფრთხის გამო, ავიაკომპანია „რაინეარმა“ იტალიიდან საქართველოში ფრენები ერთი თვით შეაჩერა.
როგორც ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზეა აღნიშნული, გადაწყვეტილება კორონავირუსის საფრთხიდან გამომდინარე, საქართველოს აეროპორტების თხოვნის საფუძველზე მიიღეს.
ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ყველა მომხმარებელს, რომლებსაც გაუქმებული რეისები შეეხო, გადაწყვეტილების შესახებ შეატყობინეს. მათ ბილეთის თანხის სრული დაბრუნება ან ფრენის სხვა დროს არჩევა შესთავაზეს.
ბოლონიიდან ქუთაისის აეროპორტის მიმართულებით ჩანიშნული ფრენები ასევე 7 მარტიდან 8 აპრილამდე შეჩერდება.
კომენტარები