დღეს, ევროკავშირის წარმომადგენლობასთან დაპირისპირება მოხდა ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის.
დაპირისპირების დროს, ადგილზე მყოფი მხარდამჭერები ცდილობდნენ ლიდერების გაშველებას, თუმცა, ყველაზე მეტად აქტიურობდა ერთი ქალბატონი, რომლის ფოტო სოციალურ ქსელში დაპირისპირების შემდეგ, ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძის ფოტოზე მეტი სიხშირით ვრცელდება. მას უწოდებენ “წლის გამშველებელსაც” და “კობახიძის დაცვის უფროსსაც”.
ფოტოს აწერენ წარწერებსაც: “ვმკურნალობ დაჟინებული მზერით”
სოციალურ ქსელში ფოტოს უამრავი გამოხმაურება აქვს, წერენ იმასაც, რომ ეს ის ქალბატონია, რომლის ვიდეოც 2018 წელს გავრცელდა. თუმცა, ის მხოლოდ ჰგავს ლაურა შეყრილაძეს.
მოვლენების ეპიცენტრში, სინამდვილეში აღმოჩნდა იურისტი გულნარა ანდღულაძე, რომელიც დაპირისპირებულებს შორის იდგა და “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს იცავდა.
“ტვ პირველის” ინფორმაციით, გარდა საადვოკატო საქმიანობისა, გულნარა ანდღულაძე 54-ე სკოლაში სამოქალაქო განათლების მასწავლებელია.
კომენტარები