“ალია”, 2017 წელი, ავტორი ლევან ჯავახიშვილი
გთავაზობთ ნაწყვეტს 2017 წელს გამოქვეყნებული სტატიიდან, სადაც ვწერდით, რომ სასულიერო პირებს ისევ უსმენდნენ და ამით აშანტაჟებდნენ.
“ნაცმოძრაობის” მმართველობის დროს, ყველამ კარად იცის, კუდ-ში შექმნილი იყო სპეციალური სამსახური, რომელიც სასულიერო პირებისა და მათი ოჯახის წევრების მოსმენით, თვალთვალით, მათი “დავერბოვკებითა” და გადაბირებით იყო დაკავებული. მას “მამაოების სამმართველოსაც” ეძახდნენ.
იმჟამინდელი ხელისუფლება ამ ყველაფერს საბოლოოდ პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდა, კონკრეტული სასულიერო პირები, უმთავრეს შემთხვევაში საკუთარი ნების წინააღმდეგ, მრევლის წევრებს ცალ-ცალკე და ხშირად ამბიონიდან ქადაგებისასაც, არჩევნებში `ნაცმოძრაობის” მხარდაჭერისკენ, ხელისუფლების მორჩილებისკენ მოუწოდებდნენ, უკრძალავდნენ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მიერ გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობას. ამ რეჟიმმა 9 წელი რომ იბოგინა, ამაში ამ სასულიერო პირებს სერიოზული წვლილი მიუძღვით (ისევე, როგორც მოგვიანებით, მის დამხობაში).
“ალიას” წყარო აცხადებს, რომ ამ კომპრომატების ნაწილი ახლა კუდ-ის მემკვიდრის, სუს-ის ხელშია და სასულიერო პირთა შანტაჟი და მოსმენა კვლავაც გრძელდება.
“რასაც მოგახსენებთ, ეს ინფორმაციაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირებისგან, მათ შორის, პატრიარქთან დაახლოებული მეუფეებისგან მაქვს. ამირან მესხელმა, დათა ახალაიამ და სოსო თოფურიძემ, შსს-ში იმჟამად დასაქმებულ სხვა გარეწრებთან ერთად, ძალიან ბევრი სასულიერო პირი გადაიბირეს შანტაჟით. როცა `ნაცმოძრაობა” მოშორდა ხელისუფლებას, ყველა ფიქრობდა, ეს სიბინძურე დასრულდებოდა. თუმცა, ესენი არანაკლები გარეწრები გამოდგნენ. სუს-ი კვლავაც აგრძელებს მამაოების შანტაჟს და ახლა ცხადია, მათ `ქართული ოცნების” მხარდაჭერას სთხოვენ, აძალებენ, რომ მოახლოებულ არჩევნებზე, მრევლს შეფარულად მოუწოდონ ამ პარტიისა და მათი კანდიდატების მხარდაჭერისკენ. კუდ-ის ძველმა ხელმძღვანელობამ, მამაოებზე არსებული კომპრომატების დიდი ნაწილი დატოვა ბაზაში, ძალიან ბევრი ვიდეო და აუდიოფაილი დარჩა და დახვდა ახალ ხელისუფლებას, რასაც ახლებიც ემატება. ახლა ეს კომპრომატები ერთდროულად `ნაცმოძრაობის” დამნაშავე ლიდერებისა და სუს-ის რამდენიმე გავლენიანი თანამშრომლის ხელშია, რომელიც `ქართული ოცნების” ლიდერთა დაკვეთას ასრულებენ და ბიძინა ივანიშვილის ყურმოჭრილი მონები არიან. გამოდის, რომ ამ სასულიერო პირთა დიდი ნაწილი ერთდროულად დღევანდელი და ყოფილი ხელისუფლების შანტაჟისა და ზეწოლის ქვეშ არიან, მათ ერთდროულად სთხოვენ არჩევნებში `ქართული ოცნებისა” და `ნაცმოძრაობის” მხარდაჭერას. საპატრიარქოში ამბობენ, რომ რამდენიმე სასულიერო პირი ამ ზეწოლას უკვე ვეღარ უძლებს და კაბის გახდას, სასულიერო საქმიანობის მიტოვებას აპირებს. ეს ამბები ამ ხელისუფლებისთვის ძალიან ცუდად დასრულდება, ქართული ეკლესიის შეურაცხყოფა ბიძინა ივანიშვილს არ შერჩება. კი, შესაძლოა, რამდენიმე სასულიერო პირს გამოუქვეყნონ კომპრომატები, ამით ეკლესიას ისედაც შელახული სახელი კიდევ უფრო გაუტყდეს, მაგრამ `ქართული ოცნება” და მისი მეპატრონე ივანიშვილი მთელ ქართულ ეკლესიას გადაიკიდებენ, ეკლესია კი წალეკავს ხელისუფლებას, მრევლი ამ საცოდავებს გადაუვლის და სარებზე წამოაგებს.
კომენტარები