ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს:
“სერიიდან – ჩემი სხეული და ჩემი ჯანმრთელობა მეკუთვნის მე და მე მაქვს არჩევანის უფლება…
ამჟამად მთელ მსოფლიოში რეანიმაციული განყოფილებების 95%-98%-ს იკავებენ არავაქცინირებული კოვიდპაციენტები❗️
ამჟამად მთელ მსოფლიოში კოვიდ-სიკვდილიანობის 98%-99% არის არავაქცინირებულებში და ასევე პოსტკოვიდური – “გრძელი კოვიდის” პაციენტებში❗️
მსოფლიოში ამჟამად არის არავაქცინირებულების კოვიდეპიდემია❗️
– სამედიცინო პერსონალი დაიღალა
– სამედიცინო აპარატურა დაიღალა
– ყველა დაიღალა
უაზრო მიზეზების გამოგონებას თავი დაანებეთ:
– ალერგიული ხარ?! – აიცერი
– დიაბეტი გაქვს?! – აიცერი
– გული გაწუხებს?! – აიცერი
– ვენები გაწუხებს?! – აიცერი
– ფილტვები გაწუხებს?! – აიცერი
– ჰეპატიტი გაქვს?! – აიცერი
– ღვიძლი გაწუხებს?! – აიცერი
– თირკმელები გაწუხებს?! – აიცერი
– ჰერპესი გაქვს?! – აიცერი
– ჯარბწონიანი ხარ?! – აიცერი
– ფეხმძიმედ ხარ?! – აიცერი და აცერი მთელი ოჯახი
– ბავშვები ძუძუთი კვებაზე გყავს?! – აიცერი და მთელი ოჯახი აცერი
– რამე გაწუხებს?! – აიცერი
გაავრცელე სიყვარული და არა ვირუსი❗️” – წერს ექსპერტი.
კომენტარები