სახელმწიფო ინსპექტორის ხმაურიან დასკვნაზე “ტვ პირველის” გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას დედა ამბობს, რომ ხელისუფლებას ვიდეოკადრების გავრცელებით მისი შვილის დისკრედიტაცია სურდა.
თინა კახიძე:
“მოკვდა შვილი, მარტო ვარ, ვნახე ჩემი შვილი მკვდარი. ჩემს ჭკუაზე არ ვარ და 2 საათში იპარავენ, ძაღლს არ მოიპარავენ, როგორ მოიპარეს ჩემი შვილი, ცხრად მოკეცილი. აღარ შემიძლია ამას რომ ვიგონებ. მერე საღამოს, თურმე ხალხი რომ არ შეკრებილიყო გამოაქვეყნეს ასეთი არაადამიანური. მე, როგორც დედას რა გამიკეთეს, დედები არ ჰყავთ იმათ? რა გამიკეთეს? რაც მაგათ გამიკეთეს ღმერთმა გადაუხადოთ. სად გაგონილა 3 თვე გავიდა, დადონ საბოლოო დასკვნა”
ცნობისთვის, ლექსო ლაშქარავას საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა და 2 ათასი ლარით დაჯარიმდა. 500 ლარით დაჯარიმდა სამედიცინო დაწესებულებაც, საიდანაც შსს-მ კადრები ამოიღო.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური:
5 ივლისს სასტიკად ნაცემი „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ, გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებას პერსონალური მონაცემების დაცვის დარღვევად აფასებს. უწყების განმარტებით შსს-ს მიერ გავრცელებული ვერც ერთი ვიდეოჩანაწერი ვერ პასუხობდა საზოგადოებაში არსებულ მთავარ კითხვას გარდაცვალების კონკრეტულ მიზეზთან დაკავშირებით.
კომენტარები