ჟურნალისტი, ქეთევან ქარდავა ფოტოს აქვეყნებს აქვეყნებს და წერს:
„ეს სურათი დაახლოებით 10 დღის წინ არის გადაღებული, უკვე საგრძნობი პროგრესის დროს. წავიქეცი, სახის მძიმე ტრავმა მივიღე, ჩამემსხვრა კბილები, დამჭირდა ქირურგიული ჩარევა. ოპერაციას თანამდევი პროცესი მოჰყვა. სახის შეშუპება, სილურჯე, ძლიერი ტკივილები, ჭრილობა, შეგუება დროებით, მაგრამ მაინც კბილების გარეშე ყოფნასთან, ლაპარაკის სწავლა…
ამ ყველაფრის მიუხედავად, ერთი წუთითაც კი არ გამიკეთებია სამუშაო პაუზა და მძიმე გრიმით, ძლივს დაფარული შავი თვალებით დელეგაციის ვიზიტიც გავაშუქე, ჩართვებიც მქონდა და შესვენებაზე არც კი მიფიქრია.
მე ეს საქმე ყველაზე მეტად მიყვარს. საკმაოდ დიდი შრომა მაქვს ჩადებული, ასე მოვდივარ და შედეგიც ყოველთვის შრომის შესაბამისია. წლებია გაწვდით ამბებს და ისევ მოგაწვდით სადაც არ უნდა ვიყო და რომელი ხელისუფლებაც არ უნდა იყოს ძველი, ახლანდელი ,მომავალი თუ მომავლის მომავალი და რა ტვ-ც არ უნდა იყოს, სადაც არ უნდა ვიყო, მაინც პირველი წყარო ვიქნები.
ფბ-დან წასულაო… დაიწყეს „ფრენდებმა“ თუ „ფრენდების ფრენდებმა“ წერა. აქ ვარ და არსად წასვლას არ ვაპირებ. პირიქით, ძალიან ბევრი გეგმა, რეპორტაჟი და ექსკლუზივი მაქვს დაგეგმილი იმედზე.
თქვენთან ვირტუალურ რეჟიმში კონტაქტი დროებით შეზღუდული მქონდა. FB დაიბლოკა და მეილი გატყდა. ახალი FB ახალი ფორმით დაბრუნდა. მეგობრების გარემოცვის თავიდან შედგენის პროცესია და ძალიან მომწონს ეს სიახლე. ჰო, ყველას მოსაზრებას გავეცანი და ძალიან მიყვარხართ.
თუ დეპრესია შემომაწვა ან მეხსიერების პრობლემები გამიჩნდა, ზუსტად ვიცი , თუ სად და ვისთან გავიარო კონსულტაცია ვენაში. ბატონი ბაღეის პაციენტობა ჯერ არ მემუქრება. 45 წლის მერე შეიძლება. ყოველთვის სიამოვნებით მიმიღებს.
დიდი მადლობა ტელეკომპანია იმედს წლების წინ გამოცხადებული ნდობისთვის და მუშაობაში მაქსიმალურად ხელის შეწყობისთვის.
იმედზე არ უნდა მუშაობდეო, დატოვე იმედიო, იმედზე „იმედისნაირი“ გახდი და დაეციო. დავეცი ნამდვილად. ოღონდ ფიზიკურად. ახლა ყველაფერი წესრიგშია.სახე დავიბრუნე ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით და ყველაზე მეტად ეს მახარებს.
ჟურნალისტების ბულინგი, ჟურნალისტებზე ძალადობა, ჟურნალისტებისთვის მუშაობის დროს ხელის შეშლა დაუშვებელია და ეს ყველას უნდა ეხებოდეს. ორმაგი სტანდარტია, როდესაც ჟურნალისტების ნაწილის წინააღმდეგ არ შეიძლება და მეორე ნაწილის წინააღმდეგ დასაშვები ნორმაა.
ყველას სურვილია და და ყველა თავისუფალ გარემოში უნდა მუშაობდეს. 2012 წლის შემდეგ ძალიან მძიმე პერიოდები არაერთხელ მქონია, ყოველთვის მარტო და ჩემი პროფესიის სახელით ვიბრძვი.
მდევნიდნენ კიდეც და ხელსაც ბევრი მიშლიდა პროფესიული საქმიანობა შემესრულებინა. ახლა სხვა დროაო… ბევრი სირთულე ერთად გამოვიარეთ და ამის მოწმე იყავით თქვენ. კოლეგების ბულინგი ნორმა ვერასდროს გახდება.
ისტორიის სწორი მხარის დადგენის მისიას ნუ შევითავსებთ და ამის გამო ერთმანეთს თვითმკვლელობამდე ნუ მივიყვანთ. ისედაც ბევრი საქმე გვაქვს. ფბ სავსეა მორალისტებით და რეპუტაციული ზიანის მდგენელებით.
კოლეგიალობის გამო არასდროს დამიწერია ფბ-ზე ვისი ნამუშევარი არ მომწონებია. იქნებ მეც არ მომწონდა.. ყოველთვის ყველა მთელი საქართველოსთვის მოსაწონ პროდუქტს ვქმნით?
ტელეკომპანია „იმედში“ არაერთი პროფესიონალი მუშაობს. მათ პატივს ვცემ და ვაფასებ. ასევე პატივს ვცემ პროფესიონალებს და საქმის მცოდნეებს სხვა ტელევიზიებში.
ჩვენ ერთად ვქმნით დღევანდელ რეალობას. მოგვწონს, არ მოგვწონს, ვბრაზდებით, გვწყინს, მაგრამ ყველა ვცდილობთ უკეთესები ვიყოთ. დიდი მადლობა საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციოს უკლებლივ ყველა თანამშრომელს მხარდაჭერისთვის და გულშემატკივრობისთვის. თქვენი სახით ძლიერი ზურგი მყოლია და თითოეულმა გზავნილმა თქვენგან და სხვა ტელეკომპანიებიდან ძალიან გამახარა. კოლეგიალობას დავიცავ და სხვა თემაზე არ ვისაუბრებ. ისედაც ბევრი წერეთ
და თქვენგან აწი მხოლოდ მაღალი სტანდარტის მასალებს ველოდები. მე ჩემს საქმიანობას გავაგრძელებ.
ეს პროფესია ბევრი წლის წინ ავირჩიე და გამორჩეულად სწორი გადაწყვეტილებად დავასახელებდი. უამრავ შესაძლებლობასთან ერთად ზუსტად აშიშვლებს შენს გარშემო გარემოსა და ადამიანებს.
ხშირად გაოცებს, ამსხვრევს, მაგრამ საუკეთესო სარკეა, სადაც სხვასაც კარგად ხედავ და უკვე მორჩენილი სახით თუ ახალი კბილებით საკუთარ თავს. სხვა თუ არაფერი, მარტო ამად ღირს ეს პროფესია. არასდროს და არცერთ ჩემს სიუჟეტში არ დამიფიქსირებია პოლიტიკური სიმპათიები და არ ვყოფილვარ მიკერძოებული ვინმეს სასარგებლოდ. და ბოლოს, წარმატებები და პატივისცემა მერობის ყველა კანდიდატს.
ფავორიტები მყოლია, მაგრამ არცერთ არჩევნებზე საარჩევნო ყუთთან არ მივსულვარ. ამჯერადაც ვერ ავირჩევ ჩემი მშობლიური და ლამაზი ქალაქის მერს.
წარმატებები ყველას და შევხვდებით ტვ-ს ეკრანებზე“
კომენტარები