ნიდერლანდების ქალაქ ეინდჰოვენში პოლიციამ ტერაქტის მომზადების ბრალდებით 9 ადამიანი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ ნიდერლანდების პროკურატურა ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, 9-ვე დაკავებული ნიდერლანდების მოქალაქეა, მათგან ყველაზე უმცროსი 18 წლისაა, უფროსი კი 31 წლისაა. 8 დაკავებული ნიდერლანდებში, ერთი კი ავღანეთში დაიბადა.
„9-ვე დაკავებული ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ იდეებს იზიარებდა“, – აცხადებენ ნიდერლანდების პროკურატურაში.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში რამდენიმე მისამართზე ჩხრეკა ჩატარდა, საიდანაც სამართალდამცველებმა კომპიუტერები წაიღეს.
კომენტარები