აშშ-ში რამდენიმე ამერიკელმა არქიეპისკოპოსმა გადაწყვიტა კორონავირუსის აფეთქების ფონზე შეცვალოს ზიარების წესი.
Associated Press-მა დაწერა, რომ სიეტლის არქიეპისკოპოსმა პოლ ეტიენმა მრევლს მიმართა, რომ თუ მათ აქვს ვირუსის ნიშნები, დარჩნენ სახლებში და იქ ილოცონ. გარდა ამისა, მისი თქმით, პური რომელსაც მღვდელი საკუთარი ხელით აჭმევს მრევლს, უმჯობესია ხელიდან ხელში გადავიდეს.
შტატის მასშტაბით ეკლესიებში ღვინით გაზიარებაც შეჩერდება. არსებული ინფორმაციით, იმავეს აკეთებს ამერიკის ბევრი კათოლიკური ეკლესია. ჩიკაგოს მთავარეპიქსოპოსმა საერთო თასიდან ღვინის მიღების წესის შეჩერება მოითხოვა და ასევე ეკლესიაში შესვლის წინ დეზინფეცირების მკაცრი პროცედურა.
მაშინ როდესაც ვატიკანის ჯანდაცვის სამინსიტროს განცხადება კორონავირუსითან დაკავშირებით არ გაუკეთებია, რომის ეპარქიამ პრევენციის მიზნით ზომები უკვე მიიღო, კერძოდ გამოათავისუფლა ნაკურთხი წყლის თასები და ასევე ზიარების წესი შეცვალა, რომლის დროსაც პურს ეკლესიაში ხელიდან ხელში გადასცემენ. ასევე აიკრძალა წმინდა პეტრეს ქანდაკების კოცნა.
კომენტარები