კორონავირუსის გამო, სხვადასხვა ქვეყნებში საყოფაცხოვრებო და ჰიგიენურ ნივთების დეფიციტი შეიქმნა. არსებული პანიკის გამო ბევრ ქალაქში ხალხმა სავაჭრო დახლები დააცარიელა.
მაგალითად, ავსტრალიაში უპრეცედენტოდ გაიზარდა მოთხოვნა ტუალეტის ქაღალდზე. შექმნილი დეფიციტის გამო ავსტრალიურმა გაზეთმა ორიგინალურ გამოსავალს მიაგნო. გაზეთი ჩვეულებრივ დაიბეჭდა, თუმცა 8 ცარიელი გვერდით. რედაქცია მკითხველს მიმართავს, რომ გაზეთის ეს გვერდები შეუძლიათ ტუალეტის ქაღალდის ნაცვლად გამოიყენონ.
კომენტარები