პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა:
„თუ ირაკლი შოთაძეს გაუწევენ რეკომენდაციას, მე მხარს დავუჭერ. მის პერიოდში საკმაოდ საინტერესო რეფორმები განხორციელდა, ურთულეს პირობებში უწევდა მუშაობა და საკმაოდ ბევრი საქმე არის სწორად წარმართული სასამართლოში. ასე რომ, ირაკლი საკმაოდ კარგი კადრია და აქ არავითარ (საკადრო) დეფიციტზე საუბარი არ არის.
სარალიძის საქმესთან დაკავშირებით, არ მიმაჩნია სწორად ეს გადაწყვეტილება რომ მიიღო, მაგრამ ეს მისი გადაწყვეტილება იყო და ეს მის პიროვნულ პოზიციაზეც კარგად მეტყველებს. კომისია ჩატარდა, ვფიქრობ, სპეკულაციებით იყო აღსავსე იმ ადამიანების პოზიცია, რომლებსაც ჩვენ ვუწოდებთ ოპონენტებს, მაგრამ რეალობაში ქვეყანას სჭირდება პროფესიონალი პროკურატურა, რომელიც ფაქტია, რომ სახეზეა,”
კომენტარები