მოძალადეებს სპეციალური მოწყობილობა დაუყენდებათ, რომლებიც საფრთხის შემთხვევაში შსს-ს შეტყობინებას მიაწვდის – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც მიზნად ისახავს შემაკავებელი ორდერის პარალელურად მისი ეფექტიანობის გაზრდის მიზნით ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებას მოძალადეების მიმართულებით. შესაბამისად ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტრო გააგრძელებს მკაცრი პოლიტიკის განხორციელებას, და იმ შემთხვევაში როდესაც იარსებებს რეალური საფრთხე ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის განხორციელების ჩვენ შესაძლებლობა გვექნება ელექტრონული ზედამხედველობა განვახორციელოთ მოძალადეზე
მას შემდეგ რაც მოძალადეზე განხორციელდება შესაბამისი მოწყობილობა რაც საშუალებას მოგვცემს განვახორციელოთ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების ვადა პირდაპირ უკავშირდება შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადას და განისაზღვრება ერთი თვის ვადით, აღნიშნულის შემდეგ მსხვერპლთან გარკვეულ დისტანციებზე როგორც უსაფრთო ასევე საფრხის შემცველ დისტანციებზე მიახლოების დროს შსს-ში შემოვა შეტყობინება რაც საშუალებას მოგვცემს, რომ შემოსული შეტყობინებისთანავე ჩვენს მიერ მიღებული ღონისძიება გატარებული ზომები იყოს მყისიერი და სწრაფი“ – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
კომენტარები