კომპანიები ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი და რუსთავის წყალი, ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებითა და დაცვით, 27 სექტემბრიდან სერვის ცენტრებში მომხმარებლების ადგილზე მიღებას განაახლებენ. კომუნალური მომსახურების მიღება შესაძლებელი იქნება თბილისის, რუსთავისა და მცხეთის ყველა სერვის ცენტრში.
ნებისმიერი განცხადებისა და დოკუმენტაციის გაგზავნა ასევე გრძელდება დისტანციურად: ჯივიპის მომხმარებლებისთვის ელექტრონულ ფოსტაზე – online@gwp.ge და რუსთავის წყლის შემთხვევაში – online@rwc.ge
სერვის ცენტრებისა და დისტანციური მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია კომპანიის ვებ-გვერდზე www.gwp.ge დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის – 2 931111 და ონლაინ ჩათის მეშვეობით.
კომენტარები