სტუდია მონიტორის ინფორმაციით, 25 სექტემბერს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ თანამშრომლებთან ერთად, კოვიდრეგულაციების დარღვევით იქეიფა. ფოტოებს სტუდია მონიტორი აქვეყნებს.
მათი ინფორმაციით, გამყრელიძემ მანამდე ველისციხეში, ვაქცინაციის ცენტრი მოინახულა.
“ალია” შემოგთავაზებთ ამირან გამყრელიძისა და პაატა იმნაძის სხვადასხვა დროს გამოთქმულ ფრაზებს ქეიფთან დაკავშირებით:
ამირან გამყრელიძე:
“აღდგომის შემდგომ, ბრწყინვალე შვიდეულს რასაც ვეძახით, ნუ წავალთ ღვინით და საჭმელებით, გავიდეთ ჩვენს მიცვალებულებთან, სანთელი დავანთოთ და კვერცხი გავაგოროთ, არ გვინდა იქ ქეიფი და სმა. ამას არც ეკლესია მოგვიწოდებს და არ მოგვიწონებს. არ გვინდა ეს”
“ყველას უმორჩილესად გთხოვთ, პირბადე იყოს ერთ-ერთი მთავარი, რაზეც გავამახვილებთ ყურადღებას, ისევე როგორც დისტანცია – განსაკუთრებით ახლა, როდესაც გაიხსნა შიდა სამასპინძლო დაწესებულებები, დიდ თავშეყრებს, ქეიფებს თავი ავარიდოთ”
“დღესაც, ჩვენდა სამწუხაროდ, ბევრი სურათი იყრება ხოლმე სოციალურ ქსელში – ისევ დიდი თავშეყრა, ისევ დიდი ქეიფი, ისევ დიდი დაბადების დღე თუ ქორწილი. კარგია, ბევრი იყოს ქორწილი ქვეყანაში, მაგრამ თავი შევიკავოთ დიდი თავშეყრებისგან.”
“ქართველებს უყვართ ქეიფი, სმა და ხმაური, ამ პირობებში კი შეუძლებელია სწორი მკურნალობის წარმართვა”
“რაც მთავარია, დიდ ღონისძიებებზე თავის არიდება, აკრძალვა, განსაკუთრებით სუფრის, ქეიფის. კლასტერებიდან გადავდივართ ვირუსის საყოველთაო გავრცელებაზე.”
„გთხოვთ, რომ ეს შობა-ახალი წელი განსხვავებულად გადავიტანოთ. არ გვინდა დიდი თავშეყრები, დღესასწაულები და ხალხმრავალი წვეულებები.”
პაატა იმნაძე
“ბოლო კვირაში კორონას გამო 3 ძალიან ახლობელი ადამიანი დავკარგე… ქეიფს რატომ უნდა შესწირო შენი ახლობლის სიცოცხლე?! ეს ადამიანები ვინ არიან?! სად გაჩნდნენ?!”
“მე მესმის, რომ ყველას უნდა საღამოს საათებში რესტორნებში იქეიფონ და ყველას ხელი მოუმართოს, დაბადების დღეც გადაიხადონ, სამწუხაროდ ჭირის სუფრაც არის, მაგრამ ამას მოყვება რა, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს გავწირავთ. ეს არის რეალობა. ამის მიხედვით უნდა ვიანგარიშოთ.”
“რესტორნებში აქირავებდნენ ამ რესტორანს, ვითომ თავისი არ იყო, ვიღაც ფიზიკურ პირზე, რომ 2000 ლარი ჯარიმა გადაეხადა და უღირდა ეს 2000 ლარი, რომ 200-300 კაციანი პურ-მარილი გაეკეთებინა. რამდენი შემთხვევა ვიცით, რომ ამ 200-300 კაციანი ქორწილიდან მერე 30-50 კაცი რომ ავად გახდება და ისინი ოჯახებში რომ მიიტანენ და მათი ახლობლები რომ ავად გახდებიან და იქიდან რომ ვიღაც დაიღუპება, ეს არ მესმის, შენს ერთ ქეიფს რატომ უნდა შესწირო შენი ახლობლის სიცოცხლე?”
მართალია, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, აცხადებს, რომ რეგულაციები არ დარღვეულა, რადგან ისინი აცრილები იყვნენ და ღია სივრცეში ისხდნენ, თუმცა, ცოტა ხნის წინ, პაატა იმნაძემ, კახელებს მოუწოდა, რთველი ქეიფის გარეშე ჩაეტარებიათ და არსად არავის უთქვამს, აცრილები თუ ხართ, იქეიფეთ, არ არის პრობლემაო!
პაატა იმნაძე:
შეგახსენებთ იმასაც, რომ კახეთი ამჟამად რეგიონებში ლიდერობს ინფიცირების მაჩვენებლით და თბილისს თუ არ ჩავთვლით, ვირუსის გავრელებით მეორე ადგილზეა და სწორედ ამ კახეთში გადაწყვიტა გამყრელიძემ ქეიფი. მართალია, ჩვენ გვეუბნებიან, რომ ვაქცინის პროპაგანდისთვის დადიან რეგიონებში, მაგრამ, ეტყობა ვაქცინის პროპაგანდას ახლა ასე ჰქვია, რას გავიგებთ.
იმასაც შეგახსენებთ, რომ აცრა სრულად არ გვიცავს ინფიცირებისგან და როგორც არაერთი ექიმი მოგვიწოდებს, აცრა არ ნიშნავს იმას, რომ რეგულაციები არ უნდა დავიცვათ.
კომენტარები