„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, სოციალურ ქსელში წერს:
„თუ ქართული ოცნება ქართული საზოგადოების მიერ ინსპირირებულ და ოპოზიციის მიერ გახმოვანებულ ლეგიტიმურ საარჩევნო მოთხოვნებზე ნამდვილი (და არა ფასადური) კომპრომისით უპასუხებს, უნდა მოვიწონოთ და ვთქვათ რომ კარგია. ამით ქართული ოცნების მომხრეები არ გავხდებით და არც ჩმორები. დავამტკიცებთ, რომ პასუხისმგებლობიანი პატრიოტები ვართ და არა ახირებული პოლიტიკური სექტანტები.
იმის გარჩევა, ამერიკელები დააწვნენ თუ ევროპელებმა მოთაფლეს, სამზარეულოში უნდა დავტოვოთ. ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. ეგრე, ყველა ქმედებას აქვს თავისი მოტივი. მოტივებს ისტორია არ იმახსოვრებს, გადაწყვეტილებებს და შედეგებსა აქვს მნიშვნელობა. უნდა ვაღიაროთ და დავაფასოთ, თუ ჩვენთვის თუნდაც საძულველი პოლიტიკური ძალა ქვეყნის ინტერესების შესაბამის ნაბიჯს გადადგამს და იმას არ იზამს, რაც რუსეთს მოეწონებოდა. ჩემთვის პირადად, არაღიარება და არდაფასებაა ზუსტად ქოცობის ერთერთი მთავარი სიმპტომი.
ხოდა:
#ნუგახდებიქოციდაუფასექოცსაც“
კომენტარები