განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, 4 ოქტომბრიდან სააღმზრდელო პროცესი აღდგება როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო საბავშვო ბაღებში.
„4 ოქტომბერს საბავშვო ბაღების მუშაობა სრულად აღდგება. ეს ეხება როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ბაღებს. ყველა საჯარო და კერძო სკოლაში 4 ოქტომბრიდან სწავლა გაგრძელდება საკლასო ოთახებში. დასწრებით ფორმატში სწავლის გაგრძელება ძალიან დიდი მიღწევაა და ყველას გილოცავთ ამას“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
კომენტარები