გიორგი ჯავახაძე, ალია
„ალიას“ დაუკავშირდა ყოფილი ძალოვანი, რომელმაც გვკითხა: – გასული წლების მანძილზე აქტიური კონტაქტი მქონდა სასულიერო პირებთან, ვსაუბრობდი სხვადასხვა თემებზე, მათ შორის, პოლიტიკაზე, კრიმინალზე და ა.შ. როგორ გგონიათ, რატომ არ არის მათი და ჩემი საუბარი ფაილებში? გგონიათ, სწორედ მაშინ არ უსმენდნენ, მე რომ ვესაუბრე?“
გაქვთ მის კითხვაზე პასუხი?
გაქვთ პასუხი, როგორ მოხდა, რომ ზოგთან საუბრის ჩანაწერი გავრცელდა და ზოგთან – არა?
გაქვთ პასუხი, როგორ და რატომ ვერ მოხვდა ამ ჩანაწერში ზოგი პოლიტიკოსი? როგორ ვერ მოხვდა ჩანაწერებში მინისტრების ნაწილი და მათი მოადგილეები? მით უფრო რომ ამ ჩანაწერებში მოხვდა ირაკლი კობახიძისთვის ნაკურთხი წყლის გაგზავნა-არგაგზავნის საკითხი?
მეორე საკითხია ის, რომ ჩანაწერებში მოხვედრილი პოლიტიკური პირების შესახებ, როგორც ჩვენი წყარო გვიყვება, ზოგი ინფორმაცია ვრცელდება მედიით და ზოგი არა – „ან შავი დღისთვის ინახავენ, ან არ აწყობთ და არ ავრცელებენ“
და რა იქნება, თუ მართლაც მხოლოდ იმ ადამიანების გვარებია ფაილებში, ვისთვისაც ფულის გადახდა აღარ სურთ? ვისი გავლენაც იკლებს საზოგადოებრივ აზრზე? რა იქნება, თუ ისევ მხოლოდ „ჩარეცხეს“?
ყოფილი ძალოვანი, რომელსაც არ სურს, გასაგები მიზეზების გამო ვინაობის გამხელა, „ალიას“ მოახლოებულ არჩევნებზე და გავრცელებულ ფაილებზე ესაუბრება და გვიყვება:
„ჩემი დაკვირვებით, ფაილები დამუშავებულია, ნაწილი ამოღებულია, დატოვებულია ის ნაწილი, რომელი ნაწილის გავრცელებაც, როგორც ჩანს, მათთვისაც კი მისაღები იყო. ჩანაწერებიდან ვიგებთ, რომ ცალკე მზადდებოდა, მათთვის მნიშვნელოვან თემებზე, მასალა პდფ-ფორმატით, რომელიც, როგორც ჩანს, ზედა ეშელონებისთვის იყო განკუთვნილი – არც ეს ფორმატი გამოჩენილა ჯერ, რადგან, მოგეხსენებათ, მოხერხებადია, მაგრამ რთული პდფ-ფორმატიდან რამის ამოღება, ან/და ჩამატება. რთულია იმის თქმა, რომ რამე მოგვიანებითაა ჩამატებული ჩანაწერებში, მაგრამ ეჭვს იმის შესახებ, რომ ჩანაწერები „გასუფთავებულია“ და ფაილები, რომელთა გავრცელება არ სურდათ, არ არის გამოტანილი, ნამდვილად აქვს საფუძველი. მაგალითად, თუ დავაკვირდებით, ღარიბაშვილზე მეტწილად პოზიტიურად საუბრობენ სასულიერო პირები, ჩანაწერების მიხედვით, თუმცა, იგივენაირად არ წყალობენ წინა პრემიერს, მაგალითად, რომელსაც ბევრ რამეში სდებენ ბრალს და ამაზე მოგვიანებით, გიამბობთ.“
კომენტარები