“ლელოს” კანდიდატი, ნიკა ჩერქეზიშვილი, სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს:
“მოკლედ, ჯერ ხომ ამ საარჩევნო პლაკატების წინააღმდეგი ვარ, უბრალოდ, “ქართული ოცნება” არ ტოვებს სხვა გზას, სხვა შესაძლებლობას, რომ ამომრჩეველს თავი გააცნო, ბილბორდების 99% ამათია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველა გაჩერებაზე ამათი ბანერებია და ა. შ. და ა.შ.
შარშან ნაძალადევში საკუთარი ხელით ჩამოვხსენით ყველა პლაკატი, რაც გაკრული გვქონდა.
წელსაც იგივეს ვიზამთ, უსიტყვოდ და უპირობოდ. აუცილებლად!
ახლა ამ სტატუსის წერა რატომ დავიწყე.
პლაკატების ომი ცალკე ამბავია საარჩევნო პერიოდში.
აქაც ბევრი თამაშობს კაი ტიპის როლს, საბჭოთა მენტალიტეტიდან შორს მყოფის იმიჯს ირგებს და თავს აწონებს ამომრჩეველს.
ერთ-ერთი ასეთი “გირჩია”, ზურა ჯაფარიძის “გირჩი”.
ვიდრე ამ საქციელს ვნახავდი, გულწრფელად მეც ყველაზე ნაკლებად მათზე ვიფიქრებდი, რომ ასეთ რაღაცას აკეთებდნენ.
გუშინ ჩვენები როცა აკრავდნენ პლაკატებს, მოგეხსენებათ ეს ხდება მძიმე სამუშაო დღის შემდეგ, დაღლილზე, მისულა მათი წარმომადგენელი და უთხოვია ჩვენებისთვის, გთხოვთ, ჩვენი პლაკატები არ ჩამოხიოთო.
ასეთი თხოვნა არ გვჭირდება ჩვენ.
ეგრე არასოდეს ვიქცევით!
ჰოდა, ერთი გვთხოვეს ჩვენ და მეორე გააკეთეს თვითონ, თან რამდენიმე ადგილზე.
ჩამოხიეს ჩვენი პლაკატები და გადააკრეს საკუთარი.
მე აღარ ვიცი, ვისი და რისი უნდა გჯეროდეს ამ სისტემაში, რასაც პოლიტიკა ჰქვია, მაგრამ ვიცი ის, რომ ღირსეულ ბრძოლას ალტერნატივა არ აქვს, სწორად მოქცევა ერთადერთი შესაძლებლობაა, რაღაც ნამდვილად შეცვალო უკეთესობისკენ.
თუ მართალი ხარ, იყავი მართალი!
პოზა ტეხავს, სპეკულიანტობა სირცხვილია, როცა გულწრფელობაზე გაქვს პრეტენზია.”
კომენტარებში ნიკას პოსტს “გირჩელები” ეხმაურებიან და წერენ, რომ უკვე ჩამოხეული იყო პლაკატები, როცა თავიანთი გააკრეს.
კომენტარები