ნიკა გვარამია სუს-ში მის დაკითხვათან დაკავშირებით “ფეისბუქზე” წერს:
“კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა რისი თქმაც ამიკრძალა მედიასთან, გამოვიდა და თვითონ მოყვა.
არც მახსოვს, როდისმე განცხადება გაეკეთებინოთ ჯერ, მით უფრო, ასე მყისიერად.
იმედი კი გამოვთქვი, წინასაარჩევნო ტრიუკი არ არისთქო, მაგრამ იმედი გადამეწურა.
ველოდები აღიარებებს, როგორ მკლავდა სააკაშვილი. მეორე ვარიანტია, ფორმულას ამბავი, რომელიც ჩვენი ინფორმაციით უკვე დააყადაღეს, უნდა გადაიფაროს დამხაფვრელი სკანდალით”
“მთავარი არხის” დირექტორმა, ნიკა გვარამიამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა დატოვა, სადაც დღეს დაიბარეს მასზე შესაძლო ტერორისტული აქტის განხორციელებასთან დაკავშირებით. გამოძიება ამ საქმეზე სუს-მა 6 აგვისოს დაიწყო.
“დეტალებში ვერაფერს ვერ ვიტყვი, უბრალოდ, ვისაუბრეთ დაცვის ღონისძიებებზე და რაღაც კონკრეტული ახალი ინფორმაცია მომცეს იმასთან დაკავშირებით, რაზეც ჩვენ ერთი თვის წინ ვილაპარაკეთ თუ არ ვცდები. ყველაფერი ნორმალურად, იმედს დავიტოვებ, რომ რაღაც წინა საარჩევნო ტრიუკთან არ გვაქვს ადგილი”, – თქვა ნიკა გვარამიამ, როცა სუს-ის შენობა დატოვა.
თუმცა, მალევე, სუს-მა თავად გაასაჯაროა ინფორმაცია.
კომენტარები