პოლიტიკოსი, ნინო ბურჯანაძე, “ტვ პირველთან” ამბობს:
“მოხდეს საოცრება და არჩევნები ჩაატაროს მართლა უზადოდ “ოცნებამ,” – რას იზამს სააკაშვილი? – ვერც ვერაფერს
თუ ოცნება 43 პროცენტს ვერ აიღებს, გამოვა და გამოაცხადებს, აი, არ მენდო ხალხი ბოლომდე და ვნიშნავ ვადამდელ არჩევნებს – ამ შემთხვევაში სააკაშვილი ვერ არევს სიტუაცია, ვერანაირად.
სიტუაცია არის მმართველი გუნდის ხელში.
მე ვაპირებ გაპროტესტებას, ვინც არ უნდა იდგეს, მე ვაპირებ გაპროტესტებას, იმ შემთხვევაში და დიდი ალბათობით ასე იქნება, თუ ოცნება გააყალბებს არჩევნებს – მაგრამ, თუ ხვალ “ქართული ოცნება” არჩევნებს კარგად ჩაატარებს, ვერ აიღებს 43 პროცენტს და იტყვის ვადამდელს ვატარებო – რაღა მინდა მიტინგზე?
ივანიშვილს ისეთი ვალდებულებები აქვს აღებული, ისეთ სხვადასხვა ობიექტებთან, ან სუბიექტებთან, მე არ ვიცი, ვინ უნდა მისცეს გარანტია, ერთი მისცემს, მეორესგან მოხვდება, მეორე მისცემს – პირველისგან მოხვდება. ასე რომ, ივანიშვილი ძალიან ცუდ დღეშია და არავის შეგშურდეთ მისი 5 მილიარდი. დღეს, მით უმეტეს, მას შემდეგ რაც ის კადრები დაიდო, რომელიც დაიდო და რაც დღეს ხდება საქართველოში, ეს თავიდან ბოლომდე ივანიშვილის “დამსახურებაა”. დღეს გვაქვს ჩამოქცეული ქვეყანა, ჩამოქცეული საზღჩაერი, ჩამოქცეული სუს-ი, ჩამოქცეული საგარეო პოლიტიკა, საშინალო პოლიტიკა და ეკონომიკა.
ნურავინ იქნებით, რომის პაპზე დიდი კათოლიკე, ხვალ არ არის არც ნაციონალური მორაობის არჩევნები, არც სააკაშვილის, ხვალ არის რეფერენდუმი. ჩვენ არ გვინდა ქვეყანას მართავდეს ერთი ოლიგარქი.
დღეს რამდენიმე ადამიანს ვესაუბრე, არც ერთი მათგანი არ იყო სააკაშვილის მომხრე, მაგრამ მათი პოზიცია იყო, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.”
კომენტარები