მიხეილ სააკაშვილი, რომლის საქართველოში ჩამოსვლასაც მთელი დღის განმავლობაში უარჰყოფს “ქართული ოცნება”, დღეს საღამოს თბილისში, პრემიერის ინფორმაციით, გლდანი-ნაძალადევის რაიონში დააკავეს.
მისი დაკავების შემდეგ, სააკაშვილის გვერდზე გავრცელდა ვიდეო, სადაც ის ამბობს, რომ მას ახლა მალე დააკავებენ
მედიის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.
სხვათა შორის, სწორედ იგივე დაწესებულებაში იმყოფება მეგის ქარდავა, რომლის ექსპტრადირება 17 სექტემბერს განხორციელდა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ არც მეგის ქარდავა და არც სააკაშვილი ე.წ. მატროსოვის ციხეში არ გადაიყვანეს. ისინი ისე გადაიყვანეს რუსთავის ციხეში, რომ ორკვირიანი კარანტინიც არ გაატარეს.
ორი კვირის წინ, “ალიაში” დაიბეჭდა წერილი, სადაც, მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული პირი კულუარულად გვესაუბრა მოსალოდნელ პოლიტიკურ მოვლენებზე:
“აეროპორტი, თუ სარფის საზღვარი? – ამ კითხვას ჩვენი ინკოგნიტო რესპონდენტი ასე პასუხობს: „მე როგორც საუბრიდან შევატყვე, მიშა ქვეყანაში ხმელეთიდან აპირებს შემოსვლას. სააკაშვილის გეგმაში არ შედის, მელიასთან და „ენმ“-ის სხვა ლიდერებთან ერთად ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, მან ზეპირად იცის, ვინ რას ამბობდა მასზე, ვინ როგორ ლანძღავდა და ამას არავის აპატიებს, მათ შორის არც იმათ, ვისაც დღეს უღიმის.
მისი გეგმა ახალ წლამდე, ვადამდელ არჩევნებამდე ახალი პარტიიის შექმნაა, ან სრულიად ახალ ძალას შექმნის, ან „ენმ“-იდან ლიდერებს გაწევს და ამჟამინდელი ლიდერების გარეშე წარუძღვება პარტიას. არ ვიცი ჯერ, რომელ სცენარს აირჩევს, მაგრამ ამ ეტაპზე, მხოლოდ ამ ორ სცენარზე ფიქრობს. რაც შეეხება ივანიშვილს, მან უკვე დატოვა ქვეყანა და „ოცნება“, ყველაზე ბოლოს ამას ღარიბაშვილი მიხვდა.
მეგის ქარდავას ექსტრადირებას უნდა შევეხო. ჩემი ინფორმაციით, მისი საქართველოში გამოშვება სააკაშვილის სურვილი იყო. მაქვს ინფორმაცია, რომ მიშას ქარდავა საქართველოში სჭირდებოდა, თორემ, „ენმ“-ის ყოფილი წევრების მეტი რა არის უკრაინაში, მათ შორის, იმათიც, ვისაც ქარდავაზე მეტი წონა აქვს. ქარდავა არ არის ხელწამოსაკრავი ფიგურა, მან და რომან შაფათავამ ბევრი ზიანი მიაყენებს ოკუპანტებს, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზევე ისე, რომ თავად უვნებლად გადარჩნენ. სიმართლე რომ გითხრათ, არ ვიცი, რა გეგმა შეიძლება ჰქონდა ქარდავასთან დაკავშირებით, სამაგიეროდ, ვიცი, რომ არანაირი გეგმა აღარ აქვს მერაბიშვილთან დაკავშირებით, რომელსაც ახალაიას ღალატს და პარტიის ჩამოქცევას არ აპატიებს. ამ ჯერზე მეტს ვერაფერს ვიტყვი, დაველოდოთ, როგორც განვითარდება მოვლენები. “ – გვიყვება წყარო, რომელსაც ვინაობის დასახელება, გასაგებ მიზეზთა გამო არ სურს.
კომენტარები