„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:
„ჩვენი ბენეფიციარებისთვის პირველად 10 დღის წინ შევიძინე საკვები პროდუქტები და საბითუმო ბაზრობის საწყობები სავსე იყო, რომელიც ძირითადად ჩინეთიდან და ირანიდან იყო ექსპორტირებული , სამი დღის წინ ცოტა შეთხელებული მომეჩვენა, ამ დილას საყიდლებზე ვიყავი და რუსული პროდუქციის გარდა არ არსებობს სხვა საკვები პროდუქტი, მარაგი ამოწურულია საწყობებში, თუ რამე შემოდის მხოლოდ რუსეთიდან და ცოტა უკრაინიდან, ხილი და ბოსტნეული თურქეთიდან. როგორც მოვაჭრეები ამბობენ, გაძნელებულია თურქეთიდან შემოტანაც …. საბითუმო
საწყობებში მარაგი იწურება იმიტომ, რომ ცალკე ხალხი იმარაგებს ტომრებით, ცალკე მაღაზიები, რომ მერე მამა-სისხლად მოგვყიდონ ….
ხალხოოოო, გაეშვით საკვების მომარაგებას და სხვებსაც დაუტოვეთ შანსი , ვისაც ერთ კგ-ზე მეტის შეძენა არ შეუძლია . საკვების მომარაგება ვერ გადაგარჩენთ, მაგდენმა ჭამამ შეიძლება უფრო ბოლო მოგიღოთ, ვიდრე კორონა ვირუსმა ან ეკონომიკის ჩამოქცევამ მსოფლიოს თავზე , სამი თვის საკვების მარაგი კი არა, სიკეთე ვაკეთოთ, მშივრებს ლუკმა გავუწოდოთ,
უფალი ვეძებოთ ერთანეთში და ერთმანეთის თვალებში ნაპოვნ საკუთარ თავებს გავუღიმეთ, ამის მეტი ვერაფერი გადაგვარჩენს ვერც ფიზიკურად და ვერც სულიერად…“
კომენტარები