პოლიტიკოსი დავით დარჩიაშვილი:
„ახლა რა ვქნათ? ჯერ ინფორმაციის მხოლოდ ნაწყვეტები გვაქვს, მაგრამ რაც გვაქვს, მე მაფიქრებს შემდეგს: მიშას ნაბიჯმა მისი მომხრეების სერიოზული მობილიზაცია გამოიწვია; გამოიწვია შემდგომი განშრევებაც და ვიღაცეები ისევ ოცნებისკენ წავიდნენ; მთლიანობაში, ქოცები ნაკლებია, ვიდრე ყველა სხვა, მაგრამ ამ “ყველა სხვას” ისევ ორგანიზება სჭირდება; ეს ორგანიზება უნდა მოხდეს მეორე ტურში გასულთა – პირველ რიგში – მელიას მიერ; ამ ორგანიზებისათვის საჭიროა მისი შეხვედრა ყველა არაქოცური ძალის ლიდერთან. მგონია, რომ მარტო ეს გადაარჩენს ქვეყანას, გაათავისუფლებს მიშას. ახლა ემოცია უნდა დაეყრდნოს პოლიტოლოგიურ გათვლებს და პოლიტიკოსთა პრაგმატიზმს.“
კომენტარები