გუბაზ სანიკიძე “ტვ პირველთან” ამბობს:
“ახლა გასარკვევია, მეორე ტურში ვის დაუჭერს მხარს დანარჩენი ოპოზიცია.
როცა ვამბობთ, რომ ოპოზიციამ გუშინ გაიმარჯვა – გახარია ითვლება ოპოზიციად? – გახარია ქოცზე უფრო ქოცია.
გახარიამ თქვა სააკაშვილი დასაჭერიო, ამას ამბობს ის კაცი, რომლიც შარდის ანალიზსს ავსტრიაში არკვევს, არ ენდობა სამხარაულს და ამ დროს საქართველოს მესამე პრეზიდნეტი, თურმე საქართველოს სასამართლომ უნდა გაასამართლოს.
ამიტომ, მთავარი საკითხია ახლა, ოპოზიცია რას იზამს? გახარიას საკითხია ახლა გასარკვევი, სად წავა გახარიას ამომრჩეველი? ან საერთოდ წავა მეორე ტურში? მე მაინც მგონია, რომ გახარიას ამომრჩეველი, შეიძლება აღარ მივიდეს არჩევნებში, მაგრამ ეჭვი მეპარება, თუ მივლენ, ოპოზიციურ პარტიებს დაუჭირონ მხარი. გადამწყვეტი ფაქტორია ერთი ხმაც კი.
ჯვარზე გამაკრეს ამის გამო, მაგრამ გამართლდა ჩემი ნათქვამი, ორპოლუსიანი იყო ისევ… სააკაშვილის თავგანწირულმა ქმედებამ სერიოზული მობილიზაცია გააკეთა ოპოზიციის, თორემ, დარწმუნებული ვარ არც ერთი მეორე ტური არ იქნებოდა, რომ არა მიშას ჩამოსვლა.”
კომენტარები