საქართველოს მესამე პრეზიდენტის უმცროსი შვილი, ნიკოლოზ სააკაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:
„ჭორებს არასდროს ვაქცევ ყურადღებას, მაგრამ ამ რთულ პერიოდში და ამდენ დრამაში მესმის რომ მძიმე და გაბუქებული ჭორების დაჯერება ადვილია. ამ პოსტს ვწერ, რომ მივმართო ხალხს და ჭორებს:
ცნობისთვის, მე ვარ 15 წლის და თბილისში 1 5 წელია ვცხოვრობ სანდრასთან ერთად.
უმჯობესია, რომ კრიტიკული იყოთ და არ აჰყვეთ ფეისბუკ (და სხვა სოციალური მედიის) კომენტარებს და ” ჭორიკანა” გვერდებს. ვისწავლოთ, რომ კრიტიკული ვიყოთ ყველა გამოქვეყნებული ინფორმაციის მიმართ და დავსვათ შემდეგი კითხვები:
საიდან იციან? სანდო წყარო აქვთ? რა მესიჯის გადმოცემას ცდილობენ? ვის ინტერესში შედის ეს?
ზოგადად რა ნარატივი აქვთ? დედაჩემზე იყო მძიმე ჭორი, რომ ცუდად არის, რა თქმა უნდა სრულიად სისულელეა. მე შემიძლია ვთქვა, რადგან დედაჩემთან ერთად ვარ სულ, რომ ეს ასე არ არის, მაგრამ მესმის რომ შეიძლება დამაჯერებლად გამოიყურებოდეს.
მოკლედ, რას ვამბობ: არაფერი არ იცით, ამ სიტუაციაში ჩვენ ძალიან პირადულად ვაკეთებთ ყველაფერს და უბრალოდ შეუძლებელია, რომ პრესამ ან ნებისმიერ ფეისბუკ პიროვნებამ ან თუნდაც სუსმა იცოდეს, რა ხდება ჩვენ პირად ცხოვრებაში. ნებისმიერი ჭორის წყარო არის უბრალოდ ფანტაზია.
იყავით კრიტიკული, იყავით ძლიერი, გაუფრთხილდით თავს და მეორე ტურში აუცილებლად ხმა მიეცით ცვლილებას”
კომენტარები