ჟურნალისტი, თეა ადეიშვილი:
“ამიერიდან აღარავინ გაბედოს და იკადროს ქუთაისს ქურდების ქალაქი უწოდოს!!! კრიმინალთან, კორუფციასთან და სტაგნაციასთან მებრძლი ხატია დეკანოიძის უპირატესობა, ძალიან სიმბოლური გარღვევაა ერთიანი საქართველოს პირველ დედაქალაქში, მეამაყება და ბედნიერი ვარ რომ ჩემს მშობლიურ და უსაყვარლეს ქუთაისში, სადაც თვეში ერთხელ ნიშნავდნენ მონებს, შეიძლება მერი გახდეს თავმოყვარე, თავისუფალი, დამოუკიდებელი, ოპოზიციის გამორჩეული ლიდერი ქალი
ხომ წარმოგიდგენიათ რამდენ ენერგიას, შრომას და ძალისხმევას ჩადებს და ქუთათურების ნდობას სიკეთით დაუბრუნებს ჩვენს ქალაქს…
ქუთაისელი არაა? და მერე რა? მე ერთ დროს ვიცნობდი ქუთაისელ სოსო ხახალეიშვილს, მაგრამ ეს ის ბიჭი არაა, 2102 მდე ნაცების კრიტიკისთვის გამლანძღა, 2012 ის შემდეგ ქოცების კრიტიკოსთვის დამბლოკა, ამგრამ ეგ არაფერი, ეგეთებს რა დალევს სამყაროში.
მე იცით გული რაზე მწყდება? ქუთაისში ცხოვრობენ ადამიანები, ვინც ხატიას თბილისელობის გამო აკრიტიკებენ – მათ შორის ჩემი ნაცნობები, რომლებიც სოსოს საშინლად დასცინოდნენ, მეტ სახელად “სამარილეს” ეძახდნენ და ახლა უნდათ რომ მათთვისაც კი კომიკური კაცისთვის გაიმეტონ ჩვენი პატარა და ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქი, მოკლედ ბოცა განზარულია, ახლა მთავარია ღირსებით სავსე წალაქმა ღირსეულად გაიმარჯვოს Khatia Dekanoidzeსთან ერთად.”
კომენტარები