“ალიას“ 74 წლის ქალბატონი, ელეონარ სირაძე ესაუბრება. მას სურს მეტმა ადამიანმა იცოდეს მისი ისტორია, მეტ ადამიანს მიაწვდინოს ხმა, როგორი უნდა იყოს კარგი ექიმი. როგორც თავად ბევრჯერ იმეორებს, ყველა ექიმი ექიმი როდია.
ელეონარა სირაძე:
ყველაფერი იქედან დაიწყო, რომ ლოყაზე ერთმა პატარა ადგილმა ფერი იცვალა, შემდეგ ეს რაღაც უცნაური წამონაზარდი იზრდებოდა, გახევდა და გაუხეშდა. დიდი საქმე, ლოყაზე რაღაც პატარა ადგილიაო, იტყოდა ზოგი, მე ვერ მოვისვენე და გადავწყვიტე ექიმებისთვის მიმემართა. რამდენიმე ექიმთან ვიყავი, რომ არ მოგატყუოთ. პირველმა ექიმმა, პირდაპირ განაჩენი გამომიტანა, მითხრა, ეს კანის კიბო იქნებაო, რა იცოდა ანალიზების გარეშე, რა იქნებოდა? ძალიან მძიმე მოსასმენი იყო, თეთრად გავათენე ღამეები, შეიძლება კვლევების გარეშე მიახალო ადამიანს, ამდენად მძიმე დიაგნოზი? არაფერი იცი ჯერ და გულს რატომ მიხეთქავ?
წავედი ერთ-ერთ კლინიკაში გამოკვლევებზე, კვლევების შემდეგ, მითხრეს, ონკოქირურგს მიმართეო, არ უთქვამთ დიაგნოზი, მაგრამ კიდევ უფრო გამიმძაფრდა შიში. დავიწყე ექიმების ძებნა, „ნიუ ჰოსპიტალსი“ მირჩიეს, ოღონდ „ნიუ ჰოსპიტალსში“ კონკრეტულად რომელიმე ექიმთან არ მივსულვარ, რომ არ მოგატყუთ, გავიკითხე და მითხრეს, რომ მათ არაერთი კარგი ექიმი ჰყავთ ამ კუთხით. პირველად ონკოქირურგ თენგიზ ზუხბაიასთან მივედი, ვნახე თუ არა, ბატონი თენგიზი, მივხვდი, რომ მისი ნდობა შემეძლო. ძალიან მშვიდად, აუღელვებლად გამომკითხა ყველაფერი, გაეცნო ანალიზებს, მეც გადმომედო მისი სიმშვიდე. ეტყობოდა, რომ გარდა იმისა, რომ მცოდნე და ნიჭიერი ექიმია, ადამიანიცაა. ამას ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ყველა ექიმი ექიმი არ არის – ეს მასაც ვუთხარი.
ანალიზები გადავამოწმეთ და ოპერაცია გამიკეთა. კვლევებისთვის გააგზავნა ოპერაციის შემდეგ ნიმუში და მალევე მახარა, ყველაფერი კარგადაა, რისიც გეშინოდათ, არ დადასტურდაო. ამ ოპერაციიდან უკვე ორი თვე გავიდა, ნაოპერაციები შემიხორცდა, ლოყაზე კანმა ძველი მდგომარეობა დაიბრუნა. არ დამავიწყდება როგორ დამირეკა ბატონმა თენგიზმა და მახარა კარგი ამბავი, ჩემზე მეტად იყო, მგონი, ბედნიერი. მადლობა მას, რომ ჩემთვის ასეთ მძიმე წუთებში გვერდით მედგა მშვიდად და გულისხმიერად, მადლობა, რომ ისევ დამიბრუნა სიცოცხლით ტკბობით ხალისი.
კომენტარები