ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი “პალიტრანიუსთან” ამბობს:
„სააკაშვილი ჩამოვიდა, რადგან 24 წლამდე ვერ მოიცდიდა. ძალიან დაბერდებოდა და საქართველოში ყველას დაავიწყდებოდა. ეს იყო, მისი აზრით, ბოლო არჩევნები 24 წლამდე. დარწმუნებული იყო – შეიძლება 24 წლამდე არაფერი შეიცვალოს და ვიღას ვემახსოვრები. სიბერის მომენტი შეემატა, ეს ოჯახის კონტექსტშიც ჩანს. აშკარად ჩანს, მას უნდა რებრენდინგი. რაღაც სიახლე უნდოდა და იძულებული და ვალდებულიც იყო, ჩამჯდარიყო რაღაც მანქანაში, უხერხულ ვითარებაში, რათა აქ ჩამოსულიყო და ახალი ისტორია დაეწყო. მაგრამ ვერ ახერხებს. თუმცა გავლენა მოახდინა შედეგებზე. შედეგებში 3-4% გასხვავებული იქნებოდა, რომ არა სააკაშვილის ჩამოსვლა. ჭრელი საკრებულო, რაც 10-მდეა, 2-3 იქნებოდა. ეს მისი დამსახურებაა.
მიკვირს კალაძის, თავი როგორ ჩაქინდრა და ამ ცინიკოს კობახიძეს როგორ დაუთმო ასპარეზი. რომ თქვა, განსაკუთრებით გულდასაწყვეტია მეორე ტური თბილისშიო. მხოლოდ იმიტომ, რომ კალაძეა და მას განსაკუთრებული როლი აქვს „ქართულ ოცნებაში“. ახლა ჩაარტყეს თავში. მანაც ეს მიიღო იმის ნაცვლად, რომ ეთქვა – ბედნიერი ვარ, დემოკრატიული ქალაქის მერი რომ ვარ და ჩვენთან მეორე ტურია. ამის გაფორმება შეიძლებოდა“
კომენტარები