„იმედის“ ჟურნალისტი ქეთი ქარდავა, რომელიც ავსტრიაში გიორგი გახარიას ექიმთან ნარკოტესტის თემაზე ჩაწერილი ინტერვიუს გამო მწვავედ გააკრიტიკეს, ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს.
ქარდავა ამბობს, რომ საქართველოში ორმაგი სტანდარტია და ხშირად ჟურნალისტები არაობიექტური კრიტიკის მსხვერპლები ხდებიან.
„ჟურნალისტი უნდა იყოს დამოუკიდებელი და მას არავინ უნდა მიაყენოს შეურაცხყოფა, მაგრამ ახლა მგონია, რომ ორმაგ სტანდარტებთან გვაქვს საქმე. ერთმა ნაწილმა აუცილებლად უნდა აბულინგოს მეორე და ამათ პასუხი არ უნდა თქვან? ნაწილისთვის ყველაფერი შეიძლება და მეორე ნაწილისთვის არა? ჩემთვის ყველა ერთია და გარემოც ყველასთვის ერთი და მისაღები უნდა იყოს. მაშინ, მოდი, ყველა, ვისი ნამუშევარიც არ მოგვეწონება, ბოძზე გავაკრათ და ჩავქოლოთ. მგონია, იმ დღეს თბილისში რომ ვყოფილიყავი და ქუჩაში ვინმეს დავენახე, ქვას ჩამარტყამდა…“ – ამბობს ქეთევან ქარდავა.
კომენტარები