პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა:
„სამწუხაროდ, პირველ ოქტომბერს მომხდარმა მოვლენებმა ძალიან დიდი ზეგავლენა იქონია 2 ოქტომბრის შედეგებზე, მოხდა კვლავ პოლარიზაცია, ვგულისხმობ, სააკაშვილის ჩამოსვლას და მის დაკავებას – ამან მოახდინა ვითარების პოლარიზება. პირველ ოქტომბრამდე, პრაქტიკულად, შანსი არ ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ 43% მოეპოვებინა ქვეყნის მასშტაბით. ვითარების პოლარიზებამ მისცა საშუალება „ქართულ ოცნების“ პოლუსს, თავისკენ წაეღო „ქართულ ოცნებასთან“ მეტ-ნაკლებად აფილირებული ან მათი წიაღიდან წამოსული პარტიების მხარდამჭერების ხმები. ამასთან, აქეთ მხარეს ოპოზიციური ელექტორატის საკმაო ნაწილი თავისკენ წაიღო „ნაციონალური მოძრაობის“ პოლუსმა. ამ პოლიტიკური მიწისძვრის შედეგად, ჩვენს ამომრჩეველზე ამან ზეგავლენა იქონია“
კომენტარები