მწერალი, ლუკა ბაქანიძე, სოციალურ გვერდზე LUKRECIO BAKANIDZE წერს:
“გუშინ რაღაც საღლიცინოს ვპოსტავდი ბიძინაზე თუ მიშაზე და ამ დროს ფეისბუქი გაითიშა. მეთქი ეჰე. დამბლოკეს.
მერე მივხვდი რო იმენა გაითიშა და დავფრთხი.
რაღავქნა ახლა. სად წევიდა ჩემი ალკაგოლიკების საერთო ჩატი. ამდენი ტიტველა ქალი სთორიზე. მეთევზეების გვერდი აღარალი, განჰქრა ნუთუ. ნუთუ ახლა შპალერზე უნდა ვპოსტო.
ვიჯექი ეგრე მხრებჩამოყრილი და უცებ მესმის ჩიტი უსტვენს. მეამა და მივაყურადე.
ბოლოს გავყავ თავი ფანჯარაში, შევისუნთქე ნაწვიმარი ჰაერი და უცებ გამეფიქრა: ისე რა მურტალია. ვიღაც სირების კოდლა მაზის თავზე ამდენი წელია. ვიღაც გაუნათლებელი ხიხოები მატყუებენ ყოველ დღე ეკრანებიდამ, მეკიდევ მეცინება. ვიღაც მანიაკი დამფრენს თავზე ვერტმფრენით და ისე დამყურებს, ვითარცა ჭადრაკის სათამაშო ფიგურას, მე კიდევ მეცინება. ვიღაც გადაგვარებულ, გარყვნილ ფსიქიკურად ავადმყოფებს ვკოცნი ხელზე, რო ღმერთი არ განვარისხო, მე კიდევ მეცინება. საწყალი მესამე პრეზიდენტი ჩემი ქვეყნისა ციხეში ზის, პათეტიკურ უსტარებს მიგზავნის ზედიზედ და ასე უგერგილოდ ცდილობს რაღაცას მიმახვედროს, და მე კიდევ მეცინება. ვხითხითებ და ვქირქილებ და ვხითხით-ვქირქილებ, რამეთუ ირონია და ცინიზმია ჩემი უძალობის საბურველი ყოველთვის, რაიმე მნიშვნელოვანის წინაშე. რასაც ვერ ვერევი. რის ასაწევად არ მყოფნის სული…
მოკლედ, გამეთიშა ფეისბუქი და უცებ განვრისხდი. შენ შიგ ხო არ გაქვს ლუკრეციო – შევუძახე საკუთარ თავს – შიგ ხო არა გაქვს მეთქი, რას ითმენ, რას მუნჯობ, შე ფარჩაკო! ჰოდა, გამოვიღე კარადიდან ბეისბოლის ბიტა. გავიკეთე ნიღაბი. ზურჩანთაში ჩავილაგე მოლოტოვის კოქტეილები, ჰუდზე მარკერით წავიწერე „გაგედო, ოცნება, მოვდივარ!“ და ისიყო გავეშურე კანცელარიის შენობისკენ, რო წკაპან – ისევ ჩაირთო ფეისბუქი. და იმწამსვე მემძიმა ზურგჩანთა. ბიტა უაზროდ შევათამაშე ხელში. ბოლოს ყველაფერი დივანზე მივყარე და მივუჯექ მონიტორს, თან გავიფიქრე: რამ გამომაყლევა ნეტა. ეს რა უცნაური რამ დამემართა. რაის მიშა. რაის ბიძინა. და ამიტყდა ხითხითი. ის ვერტალიოტში ეს ციხეში. ჰეჰეჰეე. ვგლიჯავ ახლა ამაზე რამე პრიკოლ პოსტს. მერე ლაიკებს დავითვლი და მერე ვინმეს ვეჩათავები. რაფაზე ჩიტი ზის და უსტვენს. და მეთქი მოკეტე შეჩემა თორემ წამოვიდა ჩუსტი თავში.
კომენტარები