ირინე გოგოსაშვილი, „ალია“
,,ლენინ ჟილ, ლენინ ჟივ, ლელინ ბუდეტ ჟიტ!!!“
ეს სიტყვები ზედგამოჭრილია საქართველოს პროფესიული კავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილზე, რომელიც არამხოლოდ ლენინივით, არამედ ლეონიდ ილიას ძე ბრეჟნევივით, უკვე 16 წელია, შეეზარდა თავმჯდომარის სავარძელს და 7 ოქტომბერს, პროფკავშირების ყრილობაზე, რომელიც 10.00 დაიწყება, მადლიერი ხელისუფლებისა და პროფკავშირის დაშინებული დელაგატების წყალობით უკვე მე 5 გახდება თავმჯდომარე!!!
უყვარს ბატონ ირაკლის ციფრი 5, ტკბილი მოგონენებები აკავშირებს ნაცმოძრაობასთან და იმიტომ!!!
მეტიც, ირაკლი პეტრიაშვილი ის კაცია, სანდრო გირგვლიანის მკვლელებთან გოჭი-ნდაურით რომ დარბოდა გლდანის ციხეში და ეს ფაქტი, როცა იმავე ,,ალიამ“ გაახმაურა, შემოგვწყრა – რას კადრულობთოო?
ის, რომ პროფკავშირების, ანუ ხალხის ქონებას ნებისმიერ ხელისუფლებასთან შეზრდილი პეტრიაშვილი, ,,ზემოდან“ დირექტივებით ანხორციელებს, წყალი არ გაუვა, რადგან მას გაყიდული ქონებიდან ყველაფერი სახლში კი არ მიაქვს? -არა ბატონო! ,,ვერის უბნის მელოდიებიდან“ იმ პალიცმეისტერისა არ იყოს – ,,ვიღებ მაგრამ მეც ვაძლევ, ხომ არიან სხვებიც?“
მარტივი სქემაა, როგორც ამ საქმეში ჩახედულები გვიშიფრავენ – გამოიტანს პროფკავშირები ხალხის ქონებას აუქციონზე ჩალის ფასად, სინამდვილეში კი მყიდველთან წინასწარი შეთანხმებით ატკატი გარანტირებულია!!!
„ალიამ“ 2020 წლის არჩევნებამდე 3 კვირით ადრე დღის სინათლეზე გამოიტანა იმ გასაყიდად გამზადებული ობიექტების სიაც, რომლის გაყიდვასაც ,,პეტრიაშვილი ენდ კომპანი“ აპირებდა… განმეორებით გთავაზობთ ამონარიდს ამ პუბლიკაციიდან:
„ალიას“ ესაუბრება ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია:
ამ ერთხელაც ვიტყვი!
კიდევ ერთხელ შემოვკრავ განგაშის ზარებს!
ერთხელაც ვეტყვი ხელისუფლებას, რომ მიხედოს!
საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარეს, ირაკლი პეტრიაშვილს, ამ პოსტზე ყოფნის ბოლო თვეები დარჩა!
კანონით გათვალისწინებული ფაშად ყოფნის და ქვეყნის, ანუ ჩვენი საერთო ქონების გაყიდვის საშუალების ყველა ვადა ეწურება!
სულ მეგონა, რომ მილიარდობოთ ლარის ქონება, რომელიც პეტრიაშვილმა 2005 წელს ჩაიბარა, უკვე ბოლომდე ჰქონდა “გასუხარებული”, მაგრამ არა… შემოუტოვებია ტკბილი ლუკმა!
ამიტომ!!!… ახლა, ბოლოჯერ, შემოვკრავ განგაშის ზარს!!!
SOS!!! SOS!!! SOS!!!
გადაარჩინეთ პროფკავშირების ბალანსზე რიცხული და ჯერ კიდევ არ გაყიდული ქონება!!!
გადაარჩინეთ სასწრაფოდ!!! რადგან უკვე დასრულდა მოლაპარაკებები და ამ საგანძურსაც საკუთარი ჯიბისთვის გაყიდის!!!
კორუფციული სქემით გასაყიდად გამზადებული ქონების ნუსხა:
1. ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა წაღვერში მდებარე „პანსიონატი კეჩხობი”. ხსენებული უძრავი ქონების შეძენით და მასზე დასასვენებელი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობით, ი.პეტრიაშვილთან ერთად დაინტერესებულნი არიან საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენები;
2. ქ.თბილისში, დაბა წყნეთში არსებული პროფკავშირების ბალანსზე რიცხული მიწის ფართობი, შემდგომში ნაკვეთზე სასტუმრო კომპლექსის შესაძლო მშენებლობის მიზნით.
(მადლობა წყნეთელებს ამ ინფორმაციის მოწოდებისთვის! )
3. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფ.პატარძეულში და სოფ.გიორგიწმინდაში არსებული პროფკავშირების ბალანსზე რიცხული მიწის ფართები და მათზე არსებული შენობანაგებობები.
…და მაინც შეგახსენებთ!!!
ი.პეტრიაშვილმა ბოლო პერიოდში გაასხვისა:
1. ქ.თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე გაერთიანებული პროფკავშირების ბალანსზე რიცხული მიწის ფართობები;
2. ქ.თბილისში, მაჩაბლის ქუჩაზე მდებარე შენობა.
პროკურატურაში დევს 5 წლის წინ შეტანილი სარჩელი…
რედაქციების არქივებში არის ჩანაწერები და ჩვენი გულისწუხილი!!!
რა ვიცი… მიხედეთ!
ნუ შეაჭმევინეთ ამ კაცს საქართველოს და ქართველი ხალხის ნაშრომ-ნაოფლარი!”
ამ და ამას გარდა უამრავი ქონების ,,ერთპიროვნულ,, განმკარგავ ირაკლი პეტრიაშვილს, ვინმე დაგვაჯერებს, რომ ,,კრიშა“ არ ჰყავს ხელისუფლებაშიი? ჯერ იყოდა, სოსო გოგაშვილით ყელყელაობდა- ,,ჩემი ახლობელიაო“!
ახლახან პარტია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთნ ირაკლი კობახიძესთან გადაღებული ფოტოთი ,,გვაშინებდა“ – მე თქვენ უპატრონო არ გეგონოთო!!! მაგრამ, საინტერესოა, იგივე გამილიონერებულმა კობახიძემ თუ იცის ის ამბავი, რომ ასევე მილიონერი (თუმცაღა „ცალი კალოშით მოსული“) ირაკლი პეტრიაშვილი ყრილობას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროფკავშირის დელეგატთა გარეშე აპირებს 14-ე ყრილობის ჩატარებას?!
ცნობილი ფაქტია, რომ აჭარაში პროფკავშირებს ბევრი ობიექტი ჰქონდათ და აქვთ! მაგრამ პეტრიაშვილს სწორედაც, რომ ბათუმის ცენტრში მდებარე ობიექტებზე უჭირავს თვალი და იმიტომ, რომ მისი გაყიდვის უფლებას აჭრელები არ აძლევენ, მათთან მუდმივ კონფლიქტშია!!!
გთავაზობთ დღეს დილით და საღამოს ჩაწერილ ინტერვიუს აჭარის პროფკავშირების თავმჯდომარე ზურაბ ცეცხლაძესთან და დასკვნა თავად გააკეთეთ:
– ბატონო ზურაბ, 7 ოქტომბერს ყრილობაზე იქნებით?
– ჩვენს ლეგიტიმაციას არ სცნობს თავმჯდომარე და რანაირად ვიქნებით მიწვეულები?
– რატომ არ სცნობს?
– საქმე იმაშია, რომ ჩვენ აქ აჭრაში გაგანია პანდემიის დროს მოგვიწია ყრილობის ჩატარება, მაგრამ ასე გვითხრეს, ვადები დარღვეულია და ლეგიტიმურად ვერ ჩავთვლითო!!! არადა, არ გვაქვს ვადები დარღვეული, ყველაფერი წესისამებრ ჩავატარეთ და მეორეც…
როცა ქვეყანაში პანდემიაა, ანუ ფორსმაჟორი, თუნდაც რომ გადაგვეცილებინა რამდენიმე დღე, ეს რა მიზეზი იქნებოდა? ქვეყანა მთლიანად იყო პარალიზებული, მაგრამ ყრილობა მაინც ჩავატარეთ, ამას ახლაც ვადასტურებ და ამის დამამტკიცებელი შესაბამისი დოკუმენტაციაც არსებობს!
ვიმეორებ , ეს არის დილით 11 საათსა და 25 წუთზე ჩაწერილი საუბარი….
ბატონ ზურაბს აქ დავემშვიდობე და ვრცელი ინტერვიუს ჩასაწერად, დღის მეორე ნახევარში დრო დავუთქვი…. ფბ პირად შეტყობინებაშიც მომწერა ბატონმა ზურაბმა ახლა თთბირი მეწყება და 15 საათზე დაგელაპარაკებითო….
დათქმულ დროზე ვურეკავ და ჰოი, საოცრებავ:
– ბატონო ზურაბ, რას აპირებთ? ყრილობაზე ვერ მოდიხართ, გასაგებია, მაგრამ თქვენი ლეგიტიმურობის შესახებ სასამართლოს არ მიმართავთ?
– მომისმინეთ, ქალბატონო ირინა… თურმე ჩვენს 5 წევრს მიუღია მოსაწვევი ბარათი თბილისიდან… ახლა ველოდებით ჩვენც თუ გამოგვიგზავნიან…
– პირადად თქვენ, თქვენს მოადგილეს და სხვა დელეგატებს, გიმეორებთ, დელეგატებს არ მოსვლიათ მოსაწვევიი?
– პირადად მე, მოადგილეს და დანარჩენებსაც არ მოგვსვლია, მაგრამ ველოდებით ხვალინდელ დღეს, თუ გამოგვიგზავნიან…
– კი , მაგრამ რანაირად გამოგიზავნიან, თუკი არალეგიტიმურად ცნო პეტრიაშვილმა თქვენი ყრილობაა? წევრებს თუ გამოუგზავნა, თქვენი მოსაწვევები, რააა? გზაში დაიკარგააა?
– დაველოდოთ ხვალინდელ დღეს, ხვაააალ გვეცოდინება ყველაფერი….
– ბატონო ზურაბ, ნეტავ რისი გეშინიათ ასე უცბად რომ შეცვალეთ „ფირფიტააა“?
– ხვალ-მეთქი, ხვალ ვილაპარაკოთ…
– ხვალ არა ზეგ, ეს საუბრები ჩაწერილი მაქვს და როდესაც ჩემი რედაქცია გადაწყვეტს, მაშინ დაიბეჭდება, პეტრიაშვილს კი არ ვეკითხებით როდის გაუხარდებააა? რა გჭირთ ადამიანო, ასე რამ დაგაშინათ?….
ქვეყანაში რომ პანდემია მძვინვარებდა და ყველაფერი გაჩერებული იყო, აი, რას ამბობდა ირაკლი პეტრიაშვილი ერთ-ერთ ტელე ინტერვიუში:
,,საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, სიღრმისეულად აცნობიერებს მთელს მსოფლიოში და საქართველოში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით არსებულ მძიმე მდგომარეობას და ეხმიანება შექმნილი სიტუაციის თანმდევი ეკონომიკური სირთულეების შედეგად, შრომითი ურთიერთობებში წარმოქნილ პრობლემებს!“
ააააა, როდესაც ირაკლი პეტრიაშვილი მოისურვებს პანდემიაა ქვეყანაში და როდესაც აჭარის პროფკავშირები, მიუხედავად პანდემიისა, ყრილობას მაინც ატარებენ-არალეგიტიმურია მათი ორგანიზაცია და დელეგატებიი?!!
ჩალითააა დახურული ეს ქვეყანა, თორემ 16 წელია ირაკლი პეტრიაშვილი პროფკავშირების თავმჯდომარეა და მის ,,საგმირო სააქმეებზეც“ სისხლის სამართლის დანაშაულებათა ტომები შედგებოდა, რომ არა ნაცქოცური ხელისუფლებები, მაგრამ……
როცა ხელი ხელს ბანს, ასე ხდება ხოლმე…
თუმცა ისიცაა ნათქვამი – სამართალი ურმით დადის და მაინც ეწევა დამნაშავეს!!!
კომენტარები