“ტვ პირველის” ეთერში, “ენმ”-ის წევრი, ლევან ხაბეიშვილი და “გახარია საქართველოსთვის” პარტიის წევრი, მიხეილ დაუშვილი.
ლევან ხაბეიშვილი:
ბლა-ბლა-ბლა, დაზარალებული ხართ, ოპოზიცია ხართ, თუ ქართული ოცნება? პასუხი გაეცით ხალხს. ან ხართ ოპოზიციაში, ან არ ხართ. სათამაშოდ ხართ ოპოზიციაში? არ გინდათ ხელისუფლებაში მოსვლა? თქვენ პრემიერ გახარიას ნარკომანი ეძახეს და დგახართ და ყვავილებს ესვრით ხელისუფლებას. პარტია ვარ, ოპოზოიციაში ვარ და ხელისუფლებაში მინდა მოსვლა, რომ იქნებ, ხალხს დავეხმარო და თქვენ არ გინდათ ხელისუფლებაში, ერთობოთ?
მიხეილ დაუშვილი:
თქვენ ესვრით ყვავილებს ოცნებას და ოცნება თქვენ გესვრით ტყვავილებს, ერთმანეთის გარეშე ვერ ძლებთ.
ლევან ხაბეიშვილი:
თქვენ ორი დღის წინ იყავით ხელისუფლებაში, სასაცილოა მართლა.
მიხეილ დაუშვილი:
მასკარადი დაგვიდეს ოცნების მიერ სააკაშვილის ჩამოყვანით. ეს იყო სპეცოპერაცია, რომ ორპოლუსიანობა გაეზარდათ მაქსიმალურად.
ლევან ხაბეიშვილი:
ეს ისეთივე სიმართლეა, ნარკომანიაო, რომ თქვეს გახარიაზე. საზოგადოება ხომ არ არის სულელი?
მიხეილ დაუშვილი:
ჩვენ არც ერთთან გავაკეთებთ კოალიციას და არც მეორესთან.
ლევან ხაბეიშვილი:
ან უკეთებეთ ქართულ ოცნებას უმრავლესობას, ან არა. დადეთ პირობა, რომ არ შეუქმნით, ქართულ ოცნებას უმრავლესობას.
მიხეილ დაუშვილი:
არა. არც ერთს არ შევუქმნით. თქვენც დაგაბრუნათ ოცნებამ ხელისუფლებაში…
ლევან ხაბეიშვილი:
პატივი ეცით ჩვენ ამომრჩეველს, ოცნებამ კი არა, ხალხმა დაგვაბრუნა… 2 დღის წინ იყავი ხელისუფლებაში…
მიხეილ დაუშვილი:
თუ დავინახავთ კონკრეტული ინიციატივა, რაც იქნება მოქალაქეებისთვის სასიკეთო, კოალიციას კი არ გავაკეთებთ, მხარს დავუჭერთ კონკრეტულ ინიციატივებს. ყველა რეგიონში ვართ წარმოდგენილი და ვიწყებთ ძირეულ ცვლილებებს. არც ერთ მხარეს არ აინტერესებს მოქალაქის ინტერესი, ბოლო სამი თვეა ფასები იზრდება, ინფლაცია არის ორნიშნა…
ლევან ხაბეიშვილი:
ნახევარი საათია ლაპარაკობს, ეს ხალხი ლაპარაკობს ინფლაციაზე, ყელმოღერებით, რომ ხალხს შია და 2 კვირაა ოპოზიციაშია… კარგით რა… როდის გაგახსენდათ მოქალაქე? გახარია რომ პრემიერი იყო? მანამდე ეკონომიკა ყვაოდა და ახლა დაიქცა ქვეყანა? მაშინ ყველაფერი კარგად იყო? უკანასკნელი 5-6 წელია შია ხალხს, ორი დღის წინ გაძვირდა პურის ფქვილი?
კომენტარები