„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ღია წერილს ეხმაურება და ამბობს:
„ღარიბაშვილის წერილი – ეს არც პოლიტიკური იყო, არც მორალური და არც ადამიანური. ციხეში მყოფ ადამიანზე, როგორიც არ უნდა იყოს, შენი ქვეყნის ორგზის პრეზიდენტზე, „ვარდების რევოლუციის“ ერთ-ერთ ლიდერზე ამ ტერმინებით, ასეთი პათოსით საუბარი და ამ შინაარსიის ღია წერილები არის მინიმუმ სამარცხვინო. ციხეში ყოფნა არის განსაცდელი. სააკაშვილის შიმშილობაზე, ჩამოსვლაზე თუ დანაშაულზე საუბარი უკვე აღარაა ღარიბაშვილის საქმე. ის არის სასამართლოს საქმე და დაელოდოს მის გადაწყვეტილებას.
თუმცა, სასამართლო აღარაა ამ ქვეყანაში. მხოლოდ „ბიძინაობა“ გვაქვს, რაც გამართულად მუშაობს. სააკაშვილი იმიტომ კი არ ზის ციხეში, რომ ვინმეს სამართლიანობის აღდგენა უნდა. სააკაშვილი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ზის ციხეში, რომ ბიძინა ივანიშვილს უნდა ასე. როდესაც პრემიერ-მინისტრი ამბობ, რომ სააკაშვილი ან პოლიტიკიდან წავიდეს ან თუ ჭკვიანად არ იქნება, კიდევ დავუმატებ წლებს და იჯდება ციხეშიო – ამით ადასტურებ, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი“
კომენტარები