გიორგი ჯავახაძე, ალია:
„ალიას“ მკითხველს ემახსოვრება, ყოფილი ძალოვანი გვიყვებოდა, რომ მეგის ქარდავას ექსტრადირება ტყუილად არ მოხდა და იგი მიშამ გამოუშვა საქართველოში, რასაკვირველია, მაშინ ბევრმა არ დაგვიჯერა, თუმცა, ახლა, როცა ასე „შემთხვევით“ მოხვდა სააკაშვილი და ქარდავა ერთ ციხეში. ჩვენი წყარო გვიყვება: „მეგის ქარდავას ჩამოყვანა თავის დაზღვევა იყო, „მატროსოვზე“ რომან შამათავაა, რუსთავის ციხეშიც სჭირდებოდა სანდო კაცი მიშას, დავუშავთ და ყველაფერი ისე არ წასულიყო, როგორც საჭირო იყო. სწორედ ამიტომ, მეგის ქარდავა დაახლოებით 2 კვირით ადრე შედის იგივე ციხეში, გაგიკვირდებათ, რომ გითხრათ, რომ ქარდავას ციხეში „პალაჟენიის“ დამყარება გაუჭირდება, მას კრიმინალებთანაც შეუძლია საერთო ენის გამონახვა და ბადრაგთანაც, ასე რომ მიშას ციხეში პირადი დაცვა დახვდა.“
სხვათა შორის, ორი დღის წინ, თეა თუთბერიძემ, რომელიც განსაკუთრებულად აქტიურობდა მეგის ქარდავას დაჭერის შემდეგ, დაწერა: „მეგის ქარდავას შეუთვლია ქართული ოცნებისთვის, რა გინდოდათ, მე ცუდი ფეხი მაქვს, რას ჩამოგყავდით, ხომ ხედავთ, ჩამომყვა აგერ ფეხდაფეხო“ – რასაკვირველია, თეა ხუმრობით წერს ამას, თუმცა, ფაქტია, მიშა მართლა ფეხდაფეხ ჩამოჰყვა მეგისს.
კომენტარები