გიორგი ჯავახაძე, ალია
საზოგადოებაში გაჩნდა კითხვა, ხომ არავინ „ჩაუშვა“ მიშა?
ამ თემაზე „ალიას“ სააკაშვილთან დაახლოებული პირი ესაუბრება, კითხვას ვუსვამ, თუ არა, იცინის:
„რა „ჩაუშვეს“, კაცი დაიღალა, იმდენი ხანი ელოდა პოლიციას. მარტო იყო, დაცვაც კი, რომელიც მუდმივად ახლდა, იქ არ იყო. რატომ დარჩებოდა სრულიად მარტო? უნდოდა რომ დაეჭირათ, გეგმა აქვს, რომლის ნაწილიც იყო ეს დაკავებაც, ამ გეგმაზე ახლა ვერ ვისაუბრებ. გიდასტურებთ, რომ „ენმ“-ს ამჟამინდელი ლიდერებით უკმაყოფილოა, იმდენად, რომ მათ უმეტესობას არც კი გააგებინა, რომ ჩამოვიდა, მათ უმეტესობასთან არც კი უკონტაქტია, ძალიან ადვილი იქნება ახლა, „ენმ“-ს რომელიმე ლიდერს დაბრალდეს მისი „ჩაშვება“, მაგრამ ვინმეს აქვს ახსნა, რატომ იჯდა სახლში მარტო და ელოდა პოლიციას? რატომ დაითხოვა დაცვა? მიშა ან 2 ოქტომბერს უნდა გამოჩენილიყო, ან პირველ ოქტომბერს, მაგრამ მას არ ჰქონდა ნაციონალური მოძრაობის ახალი ლიდერების იმედი, სწორედ ეს უთხრა მათ პირველ ოქტომბერს გამოჩენით. არ ჰქონდა იმედი, რომ ისინი მისი გამოჩენის გარეშე, ხმების მოგროვებას შეძლებდნენ და სწორადაც არ ჰქონდა იმედი.
სხვათა შორის, თუ დააკვირდით, უკრაინის რეაქციას? პირველ დღეს, მოითხოვეს არგუმენტები, მეორე დღეს თქვეს – ჩვენ საქართველოს შინაურ საქმეებში არ ვერევითო. რა მოხდა 3-ში? გამოვიდა ზელენსკი და თქვა, სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, მე უკრაინის ყველა მოქალაქის დაბრუნებას ვცდილობ ყოველთვის და ყველა ყველაფერს გავაკეთებთ მის დასაბრუნებლადო. არც ეს იყო შემთხვევითი, ამით სააკაშვილმა „ენმ“-ს უთხრა, ტრაკები გაანძრიეთ, რამე გააკეთეთ, თორემ, დავბრუნდები უკრაინაში და კარგად მეყოლეთ, ხომ არ გგონიათ, მართლა 6 წლითაა დაკეტილი ჩემთვის ამ ციხის კარიო. იცის ოპოზიციამ, ახლა სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნება მათი პოლიტიკური სიკვდილის ტოლფასია, დამთავრებულია მეორე ტური ეგ რომ მოხდეს, ამიტომ, დაიწყეს კვირა დღეს აქციებზე საუბარი, ორშაბათს, პერმანენტულ აქციებს დაანონსებენ, მოითხოვენ მიშას გამოშვებას, ეცდებიან ეს მუხტი არ დააგდონ მეორე ტურამდე. დიდი ალბათობით, მიშა მეორე ტურამდე გარეთ ვერ გამოვა, ყველაზე ცუდ ვარიანტში, ახალ წლამდე მაინც გამოვა გარეთ.“
კომენტარები