უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი, “სახალხო პარტიის” ერთ-ერთი წევრი, სოსო გოგაშვილი:
“მიუხედავად ჩემი არაერთი თხოვნისა, თუ გაფრთხილებისა პარტიის, ცესკოსა და სუსის მიმართ (საჯაროდ,თუ პირადად) ეს არჩევნები მაინც გააყალბეს ჯერ არნახულად
მიამიტი ვიყავი, რომ მეგონა გაითვალისწინებდნენ?
არა, მე ჩემი ვალდებულება მოვიხადე ამ გაფრთხილებით.
“დაიხვეწა” ამომრჩეველზე ძალადობის, მოსყიდვის საჯარო მოხელეების მხრიდან მუქარის, სახელმწიფო რესურსის გამოყენების, არჩევანის შედეგების სხვადასხვა მეთოდით შეცვლის ფაქტები. ამომრჩევლის მოსყიდვაზე და შავი ფულის დახარჯვაზე არ ღირს ლაპარაკი იმდენად მაშტაბური იყო.
მათ არავისი არაფერი არ გაითვალისწინეს და ყველაფერი გააკეთეს, რათა შეენარჩუნებინათ ძალაუფლება.იმოქმედეს მათ შორის სახალხო პარტიის და ჩემს წინააღმდეგაც.
ამაზე თვალის დახუჭვა და გაჩუმება ქვეყნის და ხალხის ღალატად მიმაჩნია. გარდა ჩვენი პარტნიორებისა მე ამ მტკიცებულებებს გაგიზიარებთ თქვენც, ღიად და საჯაროდ. ნუ იჩქარებთ დასკვნებზე მეგობრებო, ნუ ჩაიგდებთ თავს უხერხულობაში. ეს მოწოდება ვისაც სინდის-ნამუსი გაქვთ მათ გეხებათ, აბა “გამაზულებს” რა მოვთხოვო.
როგორ გაგრძელდეს ამ ქვეყანაში ცხოვრება?
ავიტანოთ ეს ყველაფერი?
ამ ყველაფრის გაგების შემდეგ თვითონ ხალხმა გადაწყვიტოს…
ან გზა განვითარებისკენ, ან არჩევნებიდან არჩევნებამდე და უკან სვლისკენ.
3,6 მილიონი ამომრჩევლიდან ხმას რომ გაძლევს 1/4 რაღაცას უნდა მიხვდე მაგრამ …”
კომენტარები