ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი, აქვეყნებს ვიდეოს და წერს:
“და რას მეუბნებით, ედუარდ შევარდნაძეს ბრალს ვერ წაუყენებდნენ? დაკავების მიზეზი არ იარსებებდა? მაგრამ ასე იქცევიან სახელმწიფოს ლიდერები. ედუარდ შევარდნაძე მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ცხოვრობდა რეზიდენციაში, ყავდა დაცვა და არ აღძრულა მის წინააღმდეგ არცერთი სისხლის სამართლის საქმე. მათ შორის არც ზვიად გამსახურდიას თემაზე.”
შეგახსენებთ, ვიდეო გადაღებულია 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ, სააკაშვილის ამ გადაწყვეტილებას, სხვათა შორის, ბევრი ადამიანი შეხვდა ნეგატიურად, მაშინ ადამიანები თვლიდნენ, რომ მას შევარდნაძის სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა დაეწყო.
კომენტარები