ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა:
„ვალდებულება, რომ სათანადო სამედიცინო მომსახურებით იყოს უზრუნველყოფილი პატიმარი სააკაშვილი, რასაკვირველია, ეკისრება იუსტიციის სამინისტროს მმართველობის ქვეშ მოქმედ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს. ეს უდავოა, ამაზე კამათი არ შეიძლება, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ შიმშილობის გამო, ჯანმრთელობის შესაძლო გაუარესებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა უნდა აიღოს თითქოსდა პარტიამ, ეს არასწორია. მას გაეწევა სამედიცინო მომსახურება. რა გავაკეთოთ, ყველა პატიმარი, ვინც კი შიმშილობას დაიწყებს, უნდა გავუშვათ გარეთ?! არ მგონია, სწორი იყოს”
კომენტარები