მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე:
“საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს, რომ მე მიხეილ სააკაშვილის და მისი გუნდის მიმართ მქონდა ბევრი შეკითხვა.
ძალიან ბევრ რაღაცაში არ ვეთანხმებოდი, მაგრამ…დღეს, მთელი მსოფლიო ფეხზე დგას… ქვეყნის სახელის შელახვაა ის, რომ შენი ქვეყნის პრეზიდენტს ამ მდგომარეობაში ამყოფებ და ასეთი ფორმით სჯი. ასეთი დაკნინებული ფორმით, კაცს, რომლის სახელთანაც ბევრი კარგი რამ არის დაკავშირებული და ამას არც მაშინ ვუკარგავდი, როცა მის მოწინააღმდეგედაც ვიყავი…
სააკაშვილმა მსგავსი რამ თქვა – ჩემი თავგანწირვით მინდა დავუმტკიცო ქართველ ხალხს, რომ ქვეყნისთვის მზრუნველი და გულშემატკივარი ადამიანი ვარო და ჩაჯდა ციხეში.
ის, რასაც ახლა სააკაშვილი აკეთებს, მე ვფიქრობ, რომ მართლა არის თავგანწირვა თავის ქვეყნისთვის.
მე მინდა ვისურვო კეთილგონიერება და რაღაცნაირად დაფიქრდნენ, რომ ასეთი ფორმით ადამიანის დასჯა არ შეიძლება. მე ვფიქრობ, რომ ქვეყანაში სამართალი არ არის”
კომენტარები