თამთა ნიგურიანი, სოციალურ ქსელში, წერს:
“წვრილმანებისგან აწყობილი ღლეობა ანუ საშუალოზე ღარიბი ქართველის ერთი დღე.
შევედი მაღაზიაში, ახალი ძვლიანი ხორცი მინდოდა.
ხაზგასმით ბავშვს მინდა წვნიანი მოვუმზადო და ახალი ხორცი მინდა მეთქი.
კიო, დაიფიცა ყველა წინაპარი ევამდე, ახალიაო.
მოვიტანე სახლში და ახალ ნაჭრებში სამი ძველი ნაჭერია, ასე დავითის მეფობის დროს დაკლული საქონლის.
შევედი გუდვილში და სალაროსთან, როგორც ყოველთვის იმაზე მეტი მიანგარიშეს, ვიდრე თაროებზე ეწერა ფასები.
გუდვილიდან აფთიაქში შევედი, ვითხოვე ჭვალის დროს დასაკრავი პლასტირი, ხაზგასმით ვუთხარი, რომ ალერგიული ვარ და მომცეს პლასტრი, რომელიც თურმე ანტიალერგიულია და 24 საათი არ უნდა მოვიხსნა.
სახლში მოსულმა წავიკითხე, რომ 8 საათი არის მაქსიმუმი გამოყენების დრო და ალერგიული ადმიანისთვის არაა რეკომენდირებული.
მთვარია გაასაღონ პროდუქცია და სულ ღლეზე ჰკიდიათ ადამიანების ჯანმრთელობა.
მე თუ მკითხავთ ასეთი დამპალი ფსიქოლოგიის მატარებელი ხალხი არც უნდა გადარჩეს.
იი, ადგილზევე უნდა ნახო, იფიქრებს მავანი ჩემზე ჭკვიანი, რომ ჰგონია თავი და ადგილზე ყოველთვის ყველაფერს ვერ ვნახულობ, ხან მეჩაქრება და ხან ცალი ხელით ბავშვი მიჭირავს და ცალით წისქვილი.
ახლა ვფიქრობ, როცა ვნახავ იმ მატყუარა ხალხს ერთ-ორ მძიმე წონიან წინადადებას გადავათხილაშავ, მაგრამ აზრი?
ისევ უნდა მომეშალოს ნერვები,
იმათაც მოეშლებათ და სად ვიარო?
არის სადმე, დარჩა სადმე კეთილსინდიერი ფარმაცევტი, მუშა, შემდუღებელი, მეხანძრე?
მაგიტომაც გვეყოლება ბიძინა პაპაჩემის მოსვლამდე, ასე ჩვენი ხალხის თარგზე მიჭრილ-მორგებული ბატონი ჯერ არ ჰყოლია ქვეყანას.”
კომენტარები