ანალიტიკოსი, ვლადიმერ ბოჟაძე:
“18 თებერვალს, კარგად მახსოვს გახარიას გადაგომით გამოწვეული სიხარული და ღიმილი როგორ შეაშრათ სახეზე ოპოზიციას, როცა გაიგეს რომ ირაკლი ღარიბაშვილი გახდებოდა მომავალი პრემიერ-მინისტრი. იმ წამსვე გაახსენდათ როგორ ებრძოდა პრემიერ-მინისტრობის პირველი ვადის დროს ,,ნაციონალურ მოძრაობას”, როგორ დაიჭირეს ვანო მერაბიშვილი, ბაჩანა ახალაი, გიგი უგულა, როგორ გაასწრეს და გაიქცნენ ნაცმოძრაობის სხვა ლიდერები საქართველოდან.
იცოდნენ ცუდი დროება დაუდგებოდათ მაგრამ, მთლად გაქცეულ სააკაშვილს თუ ხელბორკილებით და რუსთავის ციხეში ნახავდნენ ამას ვერც კი წარმოიდგენდნენ.
2021 წლის რეფერენდუმიც პირწმინდად წააგეს და 44 მუნიციპალიტეტიც, 20-საც 30-ში წააგებენ და ახლა ნუგეშად ირაკლი ღარიბაშვილზე ჭორების გავრცელება დარჩად, აქაოდა გადააყენებენ და იქნებ ცოტა ამოვისუნთქოთო, ნურას უკაცრავად, ეგ ზღაპრები მიშას მოუყევით საკანში, კიდევ დიდ ხანს იქნება ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი, მანამ სანამ სრულად არ დაგამარცხებთ ,,ნაციონალურ მოძრაობას” და ამას 2024 წელს ყველა ერთად ვნახავთ! #გელოდებითარჩევნებზე30ოქტომბერს#გელოდებითარჩევნებზე2024“
ვლადიმერ ბოჟაძე არ აკონკრეტებს, მაინც რამდენია ეს “დიდი ხანი”, რამდენი დღე, რამდენი თვე, რამდენი წელია, მისი გათვლით.
კომენტარები