საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილმა, გიორგი გამსახურდიამ გადაცემა „იმედი LIVE“-ში არჩევნებზე საუბრისას განაცხადა:
„თუ ქართული მართლმსაჯულება მიხეილ სააკაშვილს გაამართლებს, მერე ვილაპარკოთ. კლიშეების მიკერება, პოლიპატიმრობა და გმირობა – ეს ამ ადამიანთან მიმართებაში არ გამოვა, თორე ღმერთმა დაგვიფაროს, რომ მართლა პოლიტპატიმრები გვყავდეს.
პოლიტპატიმრებისა და დისიდენტების გარემოში გავიზარდე და ვიცი პოლიტიკური პატიმარი რაც არის და ვიცი, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები რაც არის.
ეს არის უდიდესი დანაშაული, როდესაც ზვიად გამსახურდიასა და მიხეილ სააკაშვილის ერთმანეთთან ადარებენ. ჩემმა ძმამ, ერთხელ მაგალითი მოიტანა, ეს იგივეა რომ Პაციფზმის საფლავზე ტანკის ძეგლი დადგაო.
ეს (მიხეილ სააკაშვილი) არის აბსოლუტურად კარიკატურული პერსონაჟი, თავისი დღევანდელი ქცევით და კლოუნადით. ეს კარიკატურული პერსონაჟი ახლა ერის მამას, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას შეადარო, დანაშაულია. წარსულში გვახსოვს, რომ ჟორიკა რურუასაც ადარებდნენ მერაბ კოსტავას. ვკითხულობდი, „ნაცსექტის“ კედელზე როგორ დაათრევდნენ კედლიდან კედელზე ამ სურათს. ეს არის ზუსტად დეგრადაცია, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ყველა ადამიანი მენანება, რომელიც არასწორ გზაზე დგას, მაგრამ თავიანთი შეგნებით ეს ხალხი ფიქრობს, რომ სწორ გზაზეა და ღმერთმა მაგ სიმართლითა და სისწორით გაუმარჯოთ.
ამიტომ ვიმყოფები ზუგდიდში და ვიქნები შემდეგი დღეები, რომ მათი მხრიდან არავინ მოახდინოს მამაჩემის სახელით მანიპულირება“
კომენტარები