საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილმა, გიორგი გამსახურდიამ „იმედი LIVE“-ში განაცხადა:
“მიუხედავად იმისა, რომ მართლაც დაძაბულ ფონზე მიმდინარეობდა ეს ყველაფერი, მინდა გითხრათ, რომ სახელისუფლებო გუნდის მხრიდან შენარჩუნებული იყო მაქსიმალური სიმშვიდე და მაქსიმალურად იყო უზრუნველყოფილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საზოგადოებრივი წესრიგი.
მისივე, ჭიქაში ქარიშხლის მოწყობა, პროვოკაციული ფონი და ოდიოზური განცხადებები ნაცბანდის ხელწერაა და მათთვის ეს არჩევნები არასდროს დასრულდება, მეორე ტურის შემდეგაც კი.
დარწმუნებული ვარ, სამეგრელოს მოსახლეობა ღირსეულ არჩევანს გააკეთებს მეორე ტურში, ასევე ზოგადად საქართველოში და ნაციონალების მობრუნების სურვილი ჩანასახშივე განადგურდება“
კომენტარები