ადგილობრივი მოსახლეობა ნგრევის ადგილას მისულ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელს, რომელიც ამბობს, რომ არ ეცალა და არ გადაუმოწმებია, იყო თუ არა გაცემული მშენებლობაზე ნებართვა, თუმცა, მისი ინფორმაციით, ეს დაშენება მინიმუმ 5 წლის წინ მოხდა, ადგილობრივი მაცხოვრებელი დაუპირისპირდა:
“ამდენი გამწარებული ხალხი თქვენ ზურგზეა…
ვიცი, რომ 2 წლის შიგნითაა დაშენებული. მეც მშენებლობაზე ვმუშაობდი, მეც სამშენებლო კომპანიაში ვმუშაობ და ვიცი როგორცაა ნებართვა… 50 წლის წინ აშენებულ კორპუსს როდის უნდა დაეშენოს და რამდენს უძლებს, ეს თქვენ ჩემზე კარგად უნდა იცოდეთ… მაგრამ ფული როგორ იშოვოთ, იმას ფიქრობთ, უნამუსო ნაგვები ხართ…”
კომენტარები