რადიო თავისუფლებასთან, თვითმხილველი ამბობს, რომ დანამდვილებით და ოჯახის წევრებზე დაყრდობით შეუძლია თქვას, რომ ნანგრევებში არის 3 ბავშვი და 4 საშუალო ასაკის ზრდასრული. წყაროს ცნობით, ბავშვები სხვადასხვა ოჯახებიდან არიან, ორი ბავშვი ერთი ოჯახის წევრია, მესამე – სხვა ოჯახის. ვრცელდება ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ერთ ბავშვთან ერთად იმყოფება ძიძა.
კადრებში ასევე ჩანს, როგორ ცდილობენ ნანგრევებში მოყოლილი ადამიანები ხმა გააგონონ მაშველებს და იქ მყოფ ადამიანებს.
“შემიძლია სუნთქვა”, “მესმის შენი ხმა”, – უთხრა ნანგრევებში მოყოლილმა ერთმა ადამიანმა მაშველს, რომელიც ნანგრევებზე დადიოდა.
კომენტარები