ფოტო – ბათუმელები
მოქალაქე, რომელიც ჩამოშლილ სადარბაზოში მცხოვრები ერთ-ერთი ოჯახის ახლობლად გაეცნო მედიას, ამბობს, რომ ჩამოშლილი სადარბაზოს მეოთხე სართულზე, სახლში იმყოფებოდნენ დედა თავის ორ შვილთან ერთად და მისი მაზლი. ქალი ჩამონგრეულ კორპუსთან იმყოფება.
„ერთი შვილი ბაღში მიიყვანა და დაბრუნდა. ტელეფონი გამორთულია და ვერ ვეკონტაქტებით“, – თქვა ქალმა.
ერთ-ერთი ოჯახის ახლობლის ინფორმაციით კი, ჩამონგრეულ ბინაში არის 86 წლის ქალი.
დღეს, დაახლოებით 12 საათზე, ბათუმში 6-სართულიანი კორპუსის ერთ-ერთი სადარბაზო ჩამოიშალა.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, დაახლოებით 7-8 ადამიანია მოყოლილი ნანგრევებში.
წყარო – ბათუმელები
კომენტარები